სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ჩხოროწყუს გამგეობა ''ეტალონში'' პირველ სამ ადგილზე გასული მონაწილის სკოლას ფულადი პრიზებით დააჯილდოვებს
21-04-2017
-
+


''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ''ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება.  

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად ჩხოროწყუს სტუმრობს. 

ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ჩხოროწყუს კულტურის სახლში მიმდინარეობს.
ინტელექტ-შეჯიბრში ჩხოროწყუს სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

''ჩხოროწყუს ეტალონში'' პირველ სამ ადგილზე გასული მონაწილის სკოლას, გამგეობა ფულად პრიზებს გადასცემს. როგორც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღნიშნა, პირველ ადგილზე გასული მოსწავლის სკოლას 1000 ლარი გადაეცემა, მე-2 ადგილზე გასული მონაწილის სკოლას - 700, ხოლო მე-3 ადგილზე გასული მოსწავლის სკოლა 500 ლარს მიიღებს.  
 
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.    
                
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს". 

პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

















კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება