სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N87 სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას პროექტი - „სკოლა: გუშინ, დღეს, ხვალ“ წარუდგინეს
10-06-2019
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის თბილისის N87 სკოლის 8(4) და 8 (5) კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას საინტერესო პროექტი - „სკოლა: გუშინ, დღეს, ხვალ“ წარუდგინეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტზე მოსწავლეები თითქმის 3 კვირის მანძილზე მუშაობდნენ და შესანიშნავად გაართვეს თავი. 

„8(5) კლასიდან (დამრიგებელი მარიკა წიკლაური) პროექტი წარადგინა ნიკა პოლეგაევმა, რომელმაც ძალიან კარგად და ნათლად ჩამოაყალიბა თავისი კვლევა ძიების შედეგები და მომავლის ხედვები. როგორი იყო სკოლა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, როგორია დღეს და როგორი შეიძლება წარმოვიდგინოთ მომავალში.

8(4) კლასიდან პროექტზე მუშაობდნენ მარიამ ჯამბურიძე, მარიამ კენკებაშვილი, თამარ კოკაია, თაკო მამულაშვილი. მოსწავლეებმა აუდიო-ვიდეო მასალებით და ზეპირი მოხსენებებით, ნათლად ჩამოაყალიბეს და გადმოსცეს სკოლის როლი და მნიშვნელობა, სასკოლო ცხოვრების მახასიათებლები გასულ საუკუნეში, დღევანდელი მათი ხედვები სასკოლო ცხოვრებაზე და მომავლის სკოლის მათეული ხედვა.

პროექტის წარდგენამ დამსწრე საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. იყო კითხვები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. 
ვულოცავთ მოსწავლეებს, ნიკა პოლეგაევს, მარიამ ჯამბურიძეს, მარიამ კენკებაშვილს, თამარ კოკაიას, თაკო მამულაშვილს პროექტზე წარმატებულ მუშაობის დასრულებას, ვუსურვებთ პროექტზე შემდგომი მუშაობის გაგრძელებას და გამარჯვებებით აღსავსე წარმატებულ მომავალს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

პროექტის ფასილიტატორია ისტორიისა და რელიგიის მასწავლებელი ლევან ბუკია.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება