სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვება ჩემი ცხოვრების ერთერთი საუკეთესო მომენტი იყო'' - ცოტნე ქვარაია, ''აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე''
18-04-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა. 

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში ჩატარდა.  

გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 

ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ლობჟანიძე, ამავე სამსახურის წარმომადგენლები: მედიკო კვარაცხელია და ირმა გოგოლაძე, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.  

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს აფხაზეთის  N11 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ცოტნე ქვარაია დაეუფლა.

''აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე'' ცოტნე ქვარაია აღნიშნავს, ''ეტალონში'' გამარჯვება ერთერთი საუკეთესო მომენტი იყო მის ცხოვრებაში:

''ეტალონში'' გამარჯვება ჩემი ცხოვრების ერთერთი საუკეთესო მომენტი იყო. ძალიან მიხარია, რომ ფინალში ვარ და შანსი მაქვს, სოლიდურ პრიზს დავეუფლო. ეს პროექტი უდიდესი მნიშვნელობისაა, მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, რომ თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების რეალიზება მოახდინონ ექსტრემალურ პირობებში.''

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა ''ეტალონის'' მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

''ეტალონი'' უზარმაზარ საქმეს აკეთებს, ქართულ საქმეს, აღმზრდელობით საქმეს. შემთხვევით არ არის, რომ ამ პროექტს უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა კურთხევა ახლავს თან და ეს არის მთავარი. ბატონი გოჩა უანგაროდ ემსახურება ქართველ ერს. აღსანიშნავია პროექტის მასშტაბურობა - საქართველოს ყველა კუთხეში ტარდება ''ეტალონის'' ღონისძიებები. პროექტი ახალგაზრდებს საოცრად დიდ ცოდნას აძლევს, ინტერესს უჩენს, რომ მეტი იკითხონ. ''ეტალონი''’ არის ერის სასარგებლოდ გაკეთებული საქმე, ეს არის ისტორიული მოვლენა, გავა წლები და ამ მოვლენას ქართველი ერი სათანადოდ შეაფასებს.''

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილის ბესიკ ოდიშარიას თქმით, ''ეტალონი'' ყველაზე წარმატებული ინტელქტუალური და შემეცნებითი მედიაპროექტია:

''ეტალონმა''’ თავისი ისტორიით, მოღვაწეობითა და საქმიანობით დაამტკიცა, რომ ყველაზე წარმატებული ინტელქტუალური და შემეცნებითი მედიაპროექტია. იგი ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, ცოდნის პოპულარიზაციას. ამაზე მეტყველებს პროექტის საერთაშორისო აღიარება. ამის ერთერთი დამადასტურებელი ის არის, რომ ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიამ ის აღიარა სიახლედ პედაგოგიკაში და ასეთი ტერმინიც კი დამკვიდრდა - მედიაპედაგოგიკა. ამ თვალსაზრისით მე ვიტყოდი, რომ ''ეტალონი'' მართლაც გამორჩეული პროექტია. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ღონისძიებაში ძალიან დიდი ინტერესით მონაწილეობენ აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მოსწავლეები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ყველამ ვერ შეძლო გადმოსვლა, იქ შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მაგრამ 11 მოსწავლემ მაინც მიიღო მონაწილეობა. სხვათა შორის, ხაზი უნდა გაესავს იმას, რომ მათი მომზადების დონე, მონაწილეობის ხარისხი, მეტყველებს იმაზე, რომ საგანმანათლებლო კერა ჯერ კიდევ არ ჩამქრალა, ისინი მოწყვეტილნი არ არიან ქართულ საგანმნამათლებლო სივრცეს. ამ თვალსაზრისითაც გამორჩეულია ეს პროექტი. ბატონ გოჩას მადლობა გადავუხადე იმ ერთგულებისათვის, იმ სამსახურისათვის, რაც მან ამ წლების მანძილზე გაწია.''

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა პროექტის ორგანიზატორებს მადლობას უხდის:

''ძალიან კარგი პროექტია. მისასალმებელია, რომ საქართველოში ასეთი ინტელექტუალური შეჯიბრი ტარდება. დიდი მადლობა ორგანიზატორებს. ძალიან სასიხარულოა, რომ ''ეტალონში'' დევნილი ბავშვები არიან ჩართული. პროექტი მოსწავლეებს კეთილშობილ ცხოვრებას აყვარებს და ინტელექტისკენ მოუწოდებს. მხოლოდ ინტელექტსა და ცოდნას შეუძლია გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა.''

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ლობჟანიძემ ხაზი გაუსვა, რომ ინტელექტ-შეჯიბრში ოკუპირებული გალის რაიონის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ:

''ღონისძიება, როგორც ყოველთვის, ორგანიზებულად ჩატარდა. ტრადიციულად, ოკუპირებული გალის რაიონის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათი ჩართულობა ამ პროექტში განსაკუთრებით სასიხარულო და მისასალმებელია. აღსანიშნავია, რომ ყველამ შეძლო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენა. დასანანია, რომ ''ეტალონი'' ტელევიზიით არ გადაიცემა, თუ აღდგება და ისევ ვიხილავთ სატელევზიო ეთერში, ნამდვილად მისასალმებელი იქნება.''

გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნონა შონიამ აღნიშნა, რომ ოკუპირებული გალის რაიონის სკოლის მოსწავლეებმა ღირსეული კონკურენცია გაუწიეს თანატოლებს:

''ეტალონის'' ღონისძიება ძალიან საინტერესოდ და ლამაზად ჩატარდა, როგორც შარშან, ასევე წელს. ღონისძიებაში აფხაზეთის საჯაროს სკოლების მოსწავლეები და ასევე ოკუპირებული გალის რაიონის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. როგორც იცით, გალში აკრძალულია ქართულ ენაზე სწავლება, ძირითადად რუსულ ენაზე მიმდინარეობს მეცადინეობა. ასეთ პირობებში, ჩვენი ბავშვები ქართულ ღონისძიებაში აქტიურად რომ ჩაერთნენ  და ღირსეული კონკურენცია გაუწიეს თანატოლებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ''ეტალონი'' არის ის ეროვნული მუხტი, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს, ჩვენს ახალგაზრდობას აძლევს განვითარების შესაძლებლობას, მოტივაციას უმაღლებს და უკეთ სწავლისკენ მოუწოდებს. მადლობა ამისთვის ''ეტალონის'' შემოქმედებით ჯგუფს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომელიც ძალიან საინტერესოდ უძღვება თითოეულ ღონისძიებას. ჩვენ გვეამაყება, რომ ''ეტალონი'' არსებობს და ამით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება მომავალი თაობის ხარისხიანი განათლების მიღების საქმეში.''

''აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ცოტნე ქვარაია, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.   

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს

 

დამტკიცდა ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი - მთავრობის დადგენილება ძალაშია 

რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო

კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თანხის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება