სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა

ვარდისუბნის სკოლამ საქველმოქმედო პროექტ ''სააღდგომო კვერცხი და პასკა''-ს ფარგლებში ბავშვთა სახლს საჩუქრები გადასცა
18-04-2017
-
+


ვარდისუბნის სკოლის ინფრომაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა ხათუნი ასანიძემ, eTwinning ''ევროპული საზოგადოება სკოლებისათვის'' პორტალზე კიდევ ერთი საავტორო საქველმოქმედო პროექტი ''სააღდგომო კვერცხი და პასკა'' განახორციელა, ბოდბის სკოლის პედაგოგ ნარგიზ აფციაურთან ერთად. 

პროექტში ორივე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები. პირველ ეტაპზე ონლაინ შეხვედრა ჩატარდა, მოსწავლეებმა სკაიპით გაიცნეს ერთმანეთი და დამეგობრდნენ, ისაუბრეს პროექტის მუშაობის შესახებ.   

პროექტის მიზნებზე ქალბატონი ხათუნი გვესაუბრა: 

''მოსწავლეებმა შესწავლეს, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს სააღდგომო პასკას და კვერცხს. როგორ ემზადებიან რეგიონები ბრწყინვალე დღესასწაულისათვის, რა სიტყვებით მიმართავენ ადამიანები ერთმანეთს ამ დღეს და რას ნიშნავს ''ქრისტე აღსდგა!" ადგილობრივი მოსახლეობა გამოკითხეს სააღდგომო ტრადიციების შესახებ, ბებია-ბაბუებისგან და საეკლესიო პირისაგან აიღეს ინტერვიუ, შეიძინეს ჯგუფში მუშაობის უნარები, პარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილება, სასწავლო გეგმისა და სტანდარტის გათვალისწინებით, სხვადასხვა სფეროში მიღებული ცოდნის ინტეგრაცია მოახდენეს, (მაგ ბუნება, გეოგრაფია, ისტორია, რელიგია, ხელოვნება, მუსიკა) განუვითარდათ კრიტიკული და შემოქმედებითი უნარები, აუმაღლდათ თვითრწმენა. მოსწავლეებმა უფრო ღრმად გააცნობიერეს, თუ რა ადგილი უნდა ეკავოს ამ მოვლენას მორწმუნის ცნობიერებაში, და რომ არა მხოლოდ აღდგომა, არამედ ყოველი დღე ქრისტიანის ცხოვრებისა, აღდგომის რწმენით, სიხარულითა და მადლით უნდა იყოს განმსჭვალული'' - აღნიშნა ხათუნი ასანიძემ. 

მოსწავლეებმა თემში შეგროვილი კვერცხები მოხატეს და გააფორმეს. ვარდისუბნის სკოლის დირექტორმა მანანა ბახტურიძემ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტის წარმატებით დასრულებისათვის. სკოლამ მოხატულ კვერცხებთან ერთად, სოფელ ბაისუბნის მცირე ტიპის ბავშვთა სახლს, სადაც 10 ბენეფიციარია, საჩუქრად გადასცა ბურღულეული, პირადი ჰიგიენისა და სხვა სახის პროდუქტი. როგორც ქალბატონმა ხათუნიმ აღნიშნა, მათთან შეხვედრა ძალიან სასიხარულო და  ამაღელვებელი იყო, ეს დღე  ბავშვებისათვის დაუვიწყარი იქნება...

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება