სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვიშხეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა იაკობ გოგებაშვილის პერსონაჟები გააცოცხლეს
05-06-2019
-
+


დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის ქვიშხეთის  საჯარო სკოლის I კლასელებმა ღონისძიება „ნატვრისთვალი“ გამართეს.

აღნიშნული ღონისძიებისა მიზანი იყო, მოსწავლეების მიერ სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვა „დედაენისადმი“, მისი ავტორის, ბავშვების საყვარელი მწერლის იაკობ გოგებაშვილისადმი.

მოსწავლეებისათვის მშობლიური ენის სიდიადის ჩვენება და მისადმი სიყვარულის გაღვივება.

ღონისძიება პირველკლასელებმა, წიგნებში მიმობნეული ნატვრისთვალის ძიებით დაიწყეს, აღნიშნეს, რომ მპოვნელს საინტერესო და ლამაზი ცხოვრება ელის.

მაყურებელს აღუთქვეს, რომ კვლავ გააგრძელებენ ნატვრისთვალის (ცოდნის) ძებნას და აისრულებენ კეთილ სურვილებს, მომავალში აირჩევენ სხვადასხვა პროფესიას და იზრუნებენ თავიანთ სამშობლოზე.

პატარა მსახიობებმა, საოცარი სილაღით წარმოადგინეს გოგებაშვილის ნაწარმოებების ინსცენირება და გააცოცხლეს პერსონაჟების სახეები, დახვეწილად შეასრულეს ცეკვები და ხალისიანად  ააჟღერეს სიმღერები, გაბრწყინებული თვალებით წარმოთქვეს ლექსები და სხვადასხვა მწერლების გამონათქვამებით მოეფერენ „დედაენას“.

ამ დღეს, ქვიშხეთის სკოლის პირველკლასელებმა  საოცრად ლამაზი საღამო მოაწყეს. მათ არასოდეს დაავიწყდებათ ღონისძიებით გამოწვეული დადებითი ემოცია.

აღნიშნული ღონისძიების მომზადება-ჩატარებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები და კლასის დამრიგებელი თამარ ბანცაძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება