| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N154 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მასშტაბით საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიება განახორციელეს.
სკოლაში განხორციელებულ საქველმოქმედო პროექტს ორგანიზება ამავე სკოლის XI1 კლასის მოსწავლეებმა გვანცა ირემაშვილმა და სალომე დიაკვნიშვილმა გაუწიეს.
სკოლის წარმომადგენელმა Etaloni.ge - სთან პროექტის მიზანსა და შედეგებზე ისაუბრა:
„ამ ღონისძიებას ორგანიზება, თავიდან- ბოლომდე, ჩვენი სკოლის XI 1 კლასის მოსწავლეებმა გაუწიეს. იდეაც მათ ეკუთვნით და ყველაფერზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღეს. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩიარა. ეს იყო დღე, როდესაც მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები ერთად ვიყავით და ერთ საქმეს ვემსახურებოდით. ბავშვებმა შეგროვებული თანხით საჩუქრები უყიდეს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. სიკეთე გადამდებია და ბავშვების უშურველი სიყვარული მარადიულად ჭეშმარიტი!“.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები
მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ
„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“
„ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და მრავალ ღირსეულ წელს საქმიანობაში“