სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვალეს N2 საჯარო სკოლაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 
15-05-2019
-
+


ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელმა, თეონა ზურაბაშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გურამ მელიქიძემ, ვალეს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ღონისძიება დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მხარეებმა ისაუბრეს დასავლური ინტეგრაციის შესახებ, საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებზე, ვიზალიბერალიზაციაზე, სახელმწიფოს მხრიდან ემიგრანტების ხელშეწყობაზე და სხვა. ახალგაზრდებმა მიიღეს ვრცელი ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებზე, სტრატეგიებზე და გეგმებზე. მოსწავლეებმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს და სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

შეხვედრას ვალეს N2 საჯარო სკოლის უფროსკლასელები, პედაგოგები და ვალის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ელიოზ ბარბლიშვილი ესწრებოდნენ. იგი „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება