სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს 2019 წლის სექტემბრიდან ხელფასი სავარაუდოდ 20%-ით გაეზრდებათ
14-05-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ხელფასების ზრდა 2019 წლის სექტემბრიდან, მასწავლებლების მსგავსად, სკოლის დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხებათ. 

როგორც მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე განმარტავს, რამდენი ლარით გაეზრდებათ ხელფასი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა სკოლების დირექტორებსა და ადმინისტრაციას ხელფასი სავარაუდოდ 20%-ით მოემატებათ.

„ამაზე ზუსტად პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან სკოლის დირექტორებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დღესაც ძალიან განსხვავებული ანაზღაურება აქვთ, გამომდინარე იქიდან რამდენი მოსწავლე ჰყავთ სკოლას. ეს  დეტალი მუშავდება ფინანსთა სამინისტროსთან, დაახლოებითი საბიუჯეტო პარამეტრები გვაქვს, შესაბამისად რამდენი ლარით გაეზრდება ხელფასი თითოეულ სკოლას ამ ეტაპზე ამის თქმა არ შემიძლია,.თუმცა, საშუალოდ ვვარაუდობთ, რომ ეს არსებული ხელფასის 20% იქნება“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

იხილეთ ასევე: 2019 წლის სექტემბრიდან მენტორის, წამყვანის და უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებს ხელფასი 150 ლარით გაეზრდებათ

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება