სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროექტი „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს იწყებს
04-04-2017
-
+


ეროვნული კინოცენტრი პროექტის „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს იწყებს. ამასთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ზურაბ მაღალაშვილმა პრესკონფერნცია გამართეს.

"კინო სკოლაში" კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პროექტი მეოთხე წელია მიმდინარეობს და იგი ყოველ სეზონზე სიახლეს სთავაზობს კინოსკოლელებს. წელს „კინო სკოლაში“ აქტიურად ითანამშრომლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „თავისუფალი გაკვეთილების“ პროგრამასთან, რაც გულისხმობს იმას, რომ კინოჩვენებებსა და დისკუსიებს კინოსპეციალისტებთან ერთად, სკოლის პედაგოგებიც ჩაატარებენ.

პროექტში „კინო სკოლაში“ ჩართული კინოსპეციალისტები კოორდინაციას გაუწევენ და დაეხმარებიან სკოლის პედაგოგებს შეიძინონ შესაბამისი კვალიფიკაცია, რათა პროექტის დასრულების შემდეგ, სკოლებში განჩდეს კომპეტენტური კადრები, რომლებიც დამოუკიდებლად გააგრძელებენ საქმიანობას, სკოლებში ჩამოაყალიბებენ კინო-კლუბებს და იზრუნებენ მოზარდების კულტურულ განვითარებაზე.

პროექტი „კინო სკოლაში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით მიმდინარეობს. ამჟამად პროექტში ჩართულია 217 სკოლა და საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება