სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტში - „გაიცანი ევროპა და განავითარე შენი რეგიონი“ გაიმარჯვეს
10-05-2019
-
+


7 მაისს თელავში პროექტ - „გაიცანი ევროპა და განავითარე შენი რეგიონის“ ფარგლებში ფინალური ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე წარსდგა 18 სპიკერი თავიანთ გუნდებთან ერთად. ღონისძიებას 400-ზე მეტი ახალგაზრდა და ასევე თელავის მერის მოადგილე, თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი ირაკლი სესიაშვილის მოადგილე, თელავის სპორტის, ახალგაზრდობის და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოვლინდა 6 საუკეთესო სპიკერი, რომელთაც როგორც ევროპის ასევე საქართველოს ბანაკების საგზურები გადაეცათ.

მათგან ორი გამარჯვებული თელავის N5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები სალომე და მარიამ ფროდიაშვილები არიან.

მარიამ ფროდიაშვილი - ერთი კვირით, 100%-იანი დაფინანსებით, კაბადოკიაში გაემგზავრება. მან ასევე 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა, საქართველოს მასშტაბით, ბანაკის ყველა ლოკაციაზე, ამ პროექტის მასშტაბით, და ასევე უმაღლესი სასწავლებელის - „განათლების აკადემია“ 2000 -ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა.

სალომე ფროდიაშვილი-ერთი კვირით კაბადოკიაში 50%-იანი დაფინანსებით გაემგზავრება. მას ასევე აქვს 100%-იანი დაფინანსება საქართველოს მასშტაბით ამ პროექტის ყველა ლოკაციაზე და 2000-ლარიანი ვაუჩერი უმაღლეს სასწავლებელში - „განათლების აკადემია“.

სკოლა თელავის მერიის მიმართ მადლიერებას გამოხატავს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება