| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბიტურიენტებს, რომლებიც ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირდებიან, მოუწევთ ჩააბარონ ზოგადი უნარების გამოცდა სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, სწავლა ერთი წლიანია და 60 კრედიტს მოიცავს. პროგრამის დასრულებისა და შესაბამისი სერტიფიკატის მიღების შემდგომ სტუდენტები დამატებითი გამოცდების გარეშე თავიანთი არჩევანის შესაბამისად, სწავლას გააგრძელებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის (4 წელი - 240 კრედიტი), დიპლომირებული სტომატოლოგის (5 წელი -300 კრედიტი), დიპლომირებული მედიკოსის (6 წელი - 360 კრედიტი), მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო ან ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით (5 წელი - 300 კრედიტი). ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი გადადის შემდეგი ეტაპის დასაფინანსებლად.
სახელმწიფო დაფინანსება (100%-ის ოდენობით) გაიცემა სპეციალურად ამ საგანმანათლებლო პროგრამებისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში, ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის ან აფხაზური ენის ან ოსური ენის გამოცდის შედეგის საფუძველზე.
რეიტინგული სია, გამოცდის ენის მიხედვით, ზოგადი უნარების შედეგის საფუძველზე შედგება (მაგ.: მათთვის, ვინც ჩააბარა ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტი, შედგება ცალკე რეიტინგული სია. ანალოგიურად შედგება სია მათთვის, ვინც ჩააბარა ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტი და ცალ-ცალკე მათთვის, ვინც ჩააბარა აფხაზური ან ოსური ენები).
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაბარება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას