სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , ინტერვიუ

''დედაჩემს სიმსივნე აქვს, მე კი ოჯახის სარჩენად ქუჩაში გვიანობამდე ვმუშაობ'' - ამბავი ''სტაიანშიკი'' გოგონასი, რომელიც სხვებს ეხმარება
20-03-2017
-
+


ქაშუეთის ეკლესიის კუთხეში დგას ყოველდღე - ოთხი საათიდან ღამის 11-12 საათამდე.

რუსთაველის ქუჩაზე მძღოლებს პარკირებისთვის ადგილის მოძებნაში ეხმარება. ბევრი ახლოს იცნობს, გულთბილადაც მოიკითხავენ ხოლმე.

ქალებისთვის უჩვეულო ''პროფესიით'' ნინო პანტიუხინა 4 წელია მუშაობს. მოსწონს თავისი საქმე, ხალხთან ურთიერთობა:

''თავიდან ყველა გაოცებული მიყურებდა, მეკითხებოდნენ, გოგო ხარო? ყველას უკვირდა გოგო ''სტაინშიკი'', ბევრს არასდროს არ ჰყავდა ნანახი. ახლა აქ თითქმის ყველა მცნობს.''

სანამ ''სტაიანშიკობას'' დაიწყებდა, ნინო ეკლესიის ეზოებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში ითხოვდა მოწყალებას. სულ პატარა მიატოვა მამამ. დარჩა ავადმყოფ დედასთან, რომელიც შვილის მოვლას ვერ ახერხებდა. როდესაც დედამ პირველ კლასში მიიყვანა, პირველივე დღესვე გამოიქცა, სულ რამდენიმე დღე იარა სკოლაში და შემდეგ ისევ მათხოვრობას დაუბრუნდა:

''დედა ცუდად იყო, ფული არ ჰქონდა, არც არავინ გვყავდა დამხმარე...ამიტომაც გავიწვდინე ხელი. რა თქმა უნდა, მესირცხვილებოდა, თუმცა სხვა გზა არ მქონდა. ''სტაიანშიკად'' მუშაობა რამდენიმე წლის წინ ჩემმა ახლობელმა დამაწყებინა. ცუდად გახდა და მე ვმუშაობ მის ადგილას, სულ მეუბნებოდა, როდემდე უნდა გქონდეს ხელი გაწვდილიო.''


ბოლო წლებია შედარებით დალაგდა სიტუაცია: ნინო 1 წელი ინტერნატში დადიოდა, წერა-კითხვა ისწავლა. ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს, მაგრამ მაინც ბევრი პრობლემა აქვთ:

''ნაქირავებში ვცხოვრობთ. ძალიან პატარა ბინა გვაქვს, ისეთი სივიწროვეა, რომ ძლივს ვმოძრაობთ, ორივეს ერთ საწოლზე გვძინავს. წყალი ჩამოდის, სითბოც არ გვაქვს. დედაჩემს სიმსივნე აქვს და ზამთარს ვერ გაუძლებდა, ამიტომ ნაცნობებმა ზუგდიდში წაიყვანეს. რომ დათბება, ჩამოვა. დედა სადარბაზოებს ალაგებს ხოლმე. ალბათ, ისევ გააგრძელებს, თუ ჯანმრთელობამ შეუწყო ხელი. აქ იმისთვის ვდგავარ, რომ ბინის, საჭმლისა და წამლის საყიდელი ფული გვქონდეს.''

ნინო ყოველ დილით ლოცულობს. ამბობს, რომ მადლიერია ღმერთის. მიუხედავად ყველაფრისა, სწამს, რომ მისი ოჯახის პრობლემები მოგვარდება. სხვაგან უნდა მუშაობის დაწყება, მაგალითად, ჭურჭლის მრეცხავად - გოგო ვარ და სულ ასე ხომ არ ვიქნებიო...

ნინო პანტიუხინა თავის ოცნებასაც გვიმხელს: ''ბევრი ფული რომ მქონდეს, დიდ შენობას ავაშენებდი უსახლკაროებისთვის. ქუჩაში ცხოვრება გამოცდილი მაქვს და ვიცი, რასაც ნიშნავს. სულ მეტირება, როდესაც ნაგავსაყრელებზე ვხედავ ადამიანებს. ყოველთვის ცოტა ფულს ვჩუქნი ხოლმე მათ.''


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

დაკავებულია ორი პირი - ცხენის ხორცს მარნეულისა და ქარელის ბაღებში ბავშვებს აჭმევდნენ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება