სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სიახლე სკოლებში - განსხვავებული გაკვეთილები, რომლებიც არ ითვალისწინებს საშინაო დავალებების მომზადებას
17-03-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „თავისუფალი გაკვეთილების“ ახალი, მაშტაბური პროექტი დაიწყო, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს.

თავისუფალი გაკვეთილები გულისხმობს - მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება ტიპიური საგაკვეთილო პროცესისაგან, არ ითვალისწინებს საშინაო დავალებების მომზადებას, მოსწავლის შეფასებას და მოსწავლეებს და მასწავლებლებს შემოქმედებითი აქტივობის და იდეების რეალიზების საშუალებას აძლევს.

აქტივობებისთვის, პროგრამის ფარგლებში, განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები: სპორტული აქტივობები; წიგნიერების განვითარება; კულტურა/ხელოვნება; ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები.

თავისუფალი გაკვეთილები დაფინანსდება სამინისტროს მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, რომლის მიმღები იქნება სკოლა. ერთ სკოლაზე გაცემული გრანტის მაქსიმალური ოდენობა არაუმეტეს 3 000 ლარს შეადგენს, რომელიც განაწილდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურებაზე, დირექცია/ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებასა და პროექტების განსახორციელებლად საჭირო რესურსებზე.

2017 წელს “თავისუფალ გაკვეთილებში” ჩართულები იქნებიან VII-VIII კლასის მოსწავლეები. სპორტული მიმართულების ფარგლებში წარმოდგენილ პროექტებში აქტივობები გაწერილი უნდა იყოს არაუმეტეს 40 საათზე, ხოლო დანარჩენ მიმართულებებში-არაუმეტეს 20-20 საათისა.

სრულფასოვნად ამოქმედებამდე რამდენიმე კვირაა 15-მდე სკოლაში პროექტი საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. ერთ-ერთია 157-ე საჯარო სკოლა, აქ პილოტირების რეჟიმში ტარდება თავისუფალი გაკვეთილები პროგრამირებაში და მოსწავლეები შეისწავლიან პროგრამირების საფუძვლებს.

მოსწავლეებმა გაკვეთილებზე შექმნეს სხვადასხვა კომპიუტერული გმირები, გააკეთეს გიფები და საგაკვეთილო ციკლის დასრულების შემდეგ შექმნიან საკუთარ კომპიუტერულ თამაშს. კურსს ატარებს სკოლის ისტის მასწავლებელი, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია Microsoft საქართველო, Educare Georgia.

საქარეთველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა სკოლაში და გაკვეთილის მიმდინარეობს გაეცნო.

რას შეუწყობს ხელს ''თავისუფალი გაკვეთილების'' მასშტაბური პროექტი

თავისუფალი გაკვეთილების სწორი ფორმულირება - რა დეტალებზე საუბრობს პროგრამის კოორდინატორი Etaloni.ge-სთან

არის თუ არა ''თავისუფალი გაკვეთილები'' კრედიტქულების მოპოვების შანსი


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება