სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„ჯულიეტა შეიძლება სხვებისთვის ლამაზი სულაც არ იყო, მაგრამ რომეოსთვის აჩირაღდნებდა''- ქართველ მოსწავლეთა „მარგალიტები“ გამოცდებზე
17-03-2017
-
+



ქართველ მოსწავლეთა „მარგალიტები'' გამოცდებზე 

1.“დავით გურამიშვილს შვილი არ ეყოლა და თავისი ლექსების მამა გახდა”- მე-9 კლასი 
2.“ამირანს დღემდე ყოველდღე სტუმრობს არწივი და ზედ აჯდება” - მე-9 კლასი 
3.“ჩვენმა ერმა ორი ათასი წელი იცხოვრა და ბევრი უვარგისი ქვებიც ჩადო წარსულის ძირში”- მე-10 კლასი
4.“ლუარსაბ თათქარიძე მრგვალად და დარბაისლურად იყო გასუქებული” - მე- 8 კლასი 
5.“ონისეს და ძიძას კოცნის გამო სოფელში თოფი გავარდა”- მე-8 კლასი 
6.“თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა და მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა თავის სამშობლოში” – მე-5 კლასი 
7.“შოთა რუსთაველი თამარ მეფის ჭურჭელს განაგებდა და ქალაქ რუსთავს მართავდა” – მე - 6 კლასი 
8.“გალაქტიონ ტაბიძეს ეგონა, რომ ფრთები ჰქონდა. ამიტომაც ფანჯრიდან გადახტა. მანამდე კი ლექსად დაწერა ფრთები მააქვსო” - მე-8 კლასი 
9.“პოლიტიკოსები ნამდვილად ბაყაყებივით ყიყინებენ და ილანძღებიან”- მე-6 კლასი 
10.“ომი ქვეყნებს სიმწრითა და სირცხვილით ავსებს და ბომბავს” - მე-7 კლასი 
11.“ხალხურმა პოეზიამ საუკუნეები იარა და ჩვენამდე ძლივს მოაღწია” - მე-8 კლასი 
12.“ტარიელმა ნესტან-დარეჯანის გათხოვების ამბავი რომ გაიგო, ყაჩაღად გავარდა” - მე - 9 კლასი 
13.“ვეფხისტყაოსანმა” უამრავ საუკუნეებს გაუძლო და ისე მოაღწია ჩვენამდე. სამაგიეროდ იქ ისეთი ამბებია მოთხრობილი, ახლა ვერაფერშიც ვერ გამოგვადგება. ტარიელი ჩემს ნაცნობ ბიჭს ქვია, მაგრამ არც ვაჟკაცურია და არც სიყვარული შეუძლია ნესტან-დარეჯანივით” - მე-9 კლასი 
14.“ჩემი ოცნებაა, გავხდე ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი და ბარსელონაში ვითამაშო”- მე-6 კლასი 
15.“დავით გურამიშვილს სწავლის სიმწარე მშობიარობა ჰგონია, საიდანაც ვაზის ყურძენი უნდა დაიბადოს”- მე-6 კლასი 
16.“ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერსვეღარ ეცნო”- მე-9 კლასი 
17.“ლუარსაბს დარეჯანი არ მოეწონა, მაგრამ იმავე ღამეს მაინც დაუკოცნა მარწყვებისნაირი ტუჩები”- მე-8 კლასი
18.„ჯოყოლამ ზვიადაური რომ დაინახა, უნდა ესროლა, მაგრამ უცბად გაახსენდა, შეიძლება მასპინძელი ვარო და გამოელაპარაკა” - მე-10 კლასი 
19.“ლადო ასათიანს ღმერთმა ოცნებიანი ლექსების წერა დაავალა”- მე-7 კლასი 
20.“ნესტან-დარეჯანი ტარიელის ტყავისა და ვეფხვის ნაჯვარი იყო” - მე-9 კლასი 21.“ლადო ასათიანმა კრწანისში საფლავთან მუხლის მოდრეკის ტრადიცია დაამკვიდრა”- მე-5 კლასი 
22."ვაჟკაცმა უკან არ უნდა დაიხიოს, თორემ მისი მეორე თაობის ვაჟკაცები დაწყევლიან და გაამათრახებენ” - მე-6 კლასი 
23.“რომეომ ჯულიეტას კოცნა წიგნების მიხედვით ისწავლა, რადგან ჯერ პატარა იყო და თან საუკუნეების წინ ცხოვრობდა” - მე-8 კლასი 
24.“ილია ჭავჭავაძეში ყველა ქართველის გენოილოგია გაერთიანდა და ერთად უტევდა მტერს”- მე-6 კლასი 
25.“ყველა ერთი ადამიანებისგან შედგება. განსხვავება მხოლოდ ფერში და სუნშია”- მე-10კლასი
26.“ქართველებს დედა ისე უყვართ, რკინასაც კი დედაბოძს ეძახიან”- მე-5 კლასი 
27.“გალაქტიონი ისეთი დიდი პოეტი იყო, ლექსებს წინიდანაც წერდა და უკნიდანაც. როგორც არ უნდა წაიკითხო მისი ნაწერი, მაინც ლექსია და რომანს არ ჰგავს” - მე-8 კლასი 
28.“ერეკლე მეფეს ინგილო ქალმა ქლიავებით გაუტურტლიანა ქუდი, მაგრამ მეფეს იმხელა ბუმბერაზი სულიერება ჰქონდა, სულაც არ გაბრაზებულა”- მე-6 კლასი 
29."პეტერბურგიდან დაბრუნებულმა ილია ჭავჭავაძემ თავის გარშემო ისეთი მოღვაწე მწერლები შემოიკრიბა, ვისაც მდინარე თერგი ჰქონდა შემთხვევით ჩაყლაპული” – მე-8 კლასი 
30.“აკაკი წერეთელი უფანჯრო და გამურულ სახლში გაიზარდა და მერე გამდიდრდა” – მე-5 კლასი 
31.“აკაკი წერეთელს სკოლაში სცემდნენ ხოლმე. დღეს რომ მასწავლებელმა ბავშვს სცემოს, ციხეში ჩასვამენ” – მე-5 კლასი 
32.“ჯობია ადამიანმა უკან იაროს და წინ გაინათოს, ვიდრე მიდიოდეს და უკან მისდევდესლამპარიო. უთხრა ბრძენმა შვილმა მეფეს და გააოცა” – მე-6 კლასი 
33.“ღმერთმა დასწყევლა კაენის მოდგმა. უთხრა, რომ სულ იმუშავებდა და მაინც მშიერი იქნებოდა. კაენს რომ თავისი ძმა არ მოეკლა, ჩვენც არასოდეს მოგვშივდებოდა!” – მე-10 კლასი 
34.“ჩარლი ჩაპლინი მუდამ ცდილობდა ანგელოზი ყოფილიყო, მაგრამ მაინც ადამიანი გამოდგა” – მე-6 კლასი 
35.“ფიროსმანი რომანტიკულად გაღარიბდა” – მე-7კლასი 
36.“ჯულიეტა შეიძლება სხვებისთვის ლამაზი სულაც არ იყო, მაგრამ რომეოსთვის აჩირაღდნებდა” - მე-8 კლასი

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

მოვალეობის შემსრულებელი დირექტორად დაინიშნა - საკადრო ცვლილება სამინისტროს სსიპ-ში

გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება