| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ონის მუნიციპალიტეტის ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ტკივილიანი გზა და ამ უდიდეს მონაპოვარს შეწირული გმირები გაიხსენეს.
9 აპრილთან დაკავშირებით მიმოხილვა გააკეთა ღების საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა ვაჟა ლობჯანიძემ, რომელიც უშუალო მონაწილე გახლდათ 9 აპრილის მიტინგების.
„9 აპრილი - ტკივილი, რომელსაც ძველი არასოდეს ერქმევა... ახალგაზრდა გოგო ბიჭების ცეკვა სიმღერით შეწირული სიცოცხლე...
9 აპრილი - დღე ცრემლიანი სიხარულისა... ამ ცრემლებს მხოლოდ საქართველოს გამთლიანება უშველის...
9 აპრილს ქართველებისათვის დავიწყება არ უწერია... სამარადისო დიდება ამ დღეს დაღუპულებს.
9 აპრილის დილა
რუსთაველი ბრძოლის ველად,
სათარეშოდ ქცეულა,
9 აპრილის დილის ლოცვა
სისხლად გადაქცეულა.
რად არ გძინავს, მღვიძარ ქართველს
რუსი ვერ აიტანსო,
საქართველო ჩემთან ბრძოლით
ლელოს ვერ გაიტანსო.
ღმერთმა ქნას და მე ვცდებოდე,
ქალის ჭკუას რა ვუთხრა,
მაგრამ ოსეთს და აფხაზეთს
სანუგეშო რა ვუთხრა.
სად ჩავტიო ლტოლვილ ბავშვთა
მოწყენილი თვალები,
გულმკერდს ასე რომ მიფატრავს
წყვილი ნაღვერდალები.....
9 აპრილი სისხლით მორწყეს,
პირი მიწით აგვივსეს,
რომ მკითხავენ რა მოვუთხრო,
რა მოვუყვე ბადიშებს...
რომ გმირებად დაიხოცნენ,
რომ ლოცვაში დაცხრილეს,
რომ სამშობლოს სადიდებლად
ზეცად გაიაპრილეს.
ავტორი: მარინა ხუჭუა“- ნათქვამია ღების საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ