სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ახალქალაქის სკოლის მოსწავლეებისთვის ''ეტალონი'' სწავლის მოტივაციის ამაღლების კუთხით განსაკუთრებული პროექტია
15-03-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება. 

ამჯერად ''ახალქალაქის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ახალქალაქის სპორტდარბაზში ჩატარდა.

ახალქალაქის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 

ღონისძიებას გამგეობის კულტურის, სპორტისა და განათლების სამსახურის უფროსი ვალერი სტერმაშოვი, რესურსცენტრის უფროსი ტერეზა ჩივჩიანი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს გოგაშენის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გვანცა ნათენაძე დაეუფლა. 

''ახალქალაქის ეტალონი მოსწავლე'' გვანცა ნათენაძე აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება ''ეტალონის'' ფინალურ ღონისძიებას:

''თავიდან არ მქონდა გამარჯვების იმედი. თუმცა კითხვებს რომ დავაკვირდი, მივხვდი, რომ მქონდა გამარჯვების შანსი. ძალიან გახარებული ვარ. მოუთმენლად ველოდები ფინალს. მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევდი, რომ ჩაუღრმავდნენ კითხვებს და სისწრაფე გამოიჩინონ. ''ეტალონი'' ძალიან კარგი პროექტია. ასეთი კონკურსები ხშირად უნდა ტარდებოდეს, რომ მოსწავლეებს სწავლის მეტი მოტივაცია გვქონდეს.'' 

გოგაშენის სკოლის დირექტორის ეთერ ნადირაძის თქმით, გამარჯვებული წარჩინებული მოსწავლეა: 

''ძალიან ხალისიანად და კარგად ჩატარდა ყველაფერი. ბავშვები მობილიზებულები იყვნენ, 4 წარჩინებული მოსწავლე იყო ჩვენი სკოლიდან. გამარჯვებული გვანცა ძალიან კარგი გოგოა, ათოსანი, მეგობრული, თავაზიანი, ზრდიალობიანი. ''ეტალონი'' ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ჩვენ მადლობელი ვართ, რომ ჩვენამდეც მოაღწია ამ პროექტმა. ინტელექტ-შეჯიბრი დიდხანს უნდა გაგრძელდეს.'' 

რესურსცენტრის უფროსი ტერეზა ჩივჩიანი აღნიშნავს, რომ ღონისძიება ორგანიზებულად ჩატარდა:

''მინდა აღვნიშნო, რომ ღონისძიება ორგანიზებულად ჩატარდა. ბავშვები მონდომებულები და დაინტერესებულები იყვნენ. ბევრი მოსწავლე იყო ჩართული ღონისძიებაში და ეს ძალიან სასიამოვნოა. ''ეტალონი'' ძალიან კარგი ინტელექტუალური პროექტია. მისასალმებელია, რომ მოსწავლეებს, გარდა სასკოლო ცხოვრებისა, ასეთ საგანმანათლებლო პროექტში შეუძლიათ მონაწილეობა.''

''ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი გვანცა ნათენაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.  

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება