| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის, ხაჩკოვის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის გახსენებით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ღონისძიება გაამართეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ისაუბრეს 1989 წლის 9 აპრილსა და მას თანმდევ მოვლენებზე. მათ ქართულ და სომხურ ენებზე მოხსენებები და ლექსები წაიკითხეს. გაიხსენეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გარდაცვლილი გმირები. მათ ასევე ისაუბრეს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის შესახებ.
ღონისძიება გაიმართა ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ მასწავლებლის თინათინ ლარცულიანისა და ისტორიის მასწავლებლის მეტაქსია შაჰბაზიანის ერთობლივი მუშაობით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი, სასწავლო ნაწილი ალიგერა ოგანესიანი და სკოლის მასწავლებლები.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ