სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
05-04-2019
-
+


ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, „უთვალავი ჭრელი წინდის“ კამპანიაში სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლე ჩაერთო. 

XII კლასის მოსწავლემ ქეთევან აბჟანდაძემ თემაზე - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ მოხსენება გააკეთა. 

„მონაწილეთა გზავნილი საზოგადოებისადმი ასეთი იყო -  ადამიანების გენეტიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის სწორად ფლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც დაუნის სინდრომის მქონე პირთა ცხოვრებაში აუცილებელი და საჭირო ცვლილებისთვის, ასევე საზოგადოების პოზიტიური ფორმირებისთვისაც!

ჩვენი ამოცანაა, სწორი ინფორმაცია მივიტანოთ საზოგადოებამდე, რათა ყველამ იცოდეს, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ისევე ცხოვრობენ, როგორც სოციუმის სხვა წევრები.  ჩვენ ვეწინააღმდეგებით აზრს: ჩვენ და ისინი! ჩვენი აზრით, ყველას შეუძლია იყოს ბედნიერი. 46=47 და 3x21=47 „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“!“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის  სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.        

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება