სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა მოხდება 5 აპრილს, ახალმთავრეობა ვერძის ნიშანში - ასტროლოგი ხათუნა ნოელი გაფრთხილებთ
02-04-2019
-
+


ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი აპრილის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:

აპ­რილ­ში პლა­ნე­ტე­ბი ბევ­რად უფრო სა­სი­კე­თო ენერ­გე­ტი­კას გვაწ­ვდი­ან, ვიდ­რე გა­სუ­ლი თვის მან­ძილ­ზე და მეც, სწო­რედ ამის შე­სა­ხებ მინ­და რომ გე­სა­უბ­როთ. ამ თვე­ში 3 პლა­ნე­ტა შებ­რუნ­დე­ბა და რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ზე გა­და­ვა. ესე­ნი გახ­ლავთ იუ­პი­ტე­რი, პლუ­ტო­ნი და სა­ტურ­ნი. რაც ძა­ლი­ან კარ­გია, რად­გან სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს უფრო და­ფიქ­რე­ბით და დინ­ჯად ჩა­ვუღ­რმავ­დეთ იმ სა­კი­თხებს, რა­საც ეს პლა­ნე­ტე­ბი კუ­რი­რე­ბენ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

იუ­პი­ტერ­სა და სა­ტურნს სო­ცი­ა­ლურ პლა­ნე­ტებს ვუ­წო­დებთ ას­ტრო­ლო­გე­ბი, რა­შიც ვგუ­ლის­ხმობთ, რომ მათი ზე­გავ­ლე­ნა ძი­რი­თა­დად იმა­ზე აი­სა­ხე­ბა, თუ რო­გორ ვიმ­კვიდ­რებთ თავს სო­ცი­უმ­ში, რო­გორ ვვი­თარ­დე­ბით - სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვად თუ ნახ­ტო­მე­ბით, მი­სა­ღე­ბი თუ მო­რა­ლუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი ხერ­ხე­ბით... აი, ეს თე­მე­ბი უნდა გახ­დეს ჩვე­ნი ფიქ­რი­სა და ანა­ლი­ზის სა­გა­ნიდა­ვუკ­ვირ­დეთ - რას ვა­კე­თებთ სწო­რად, რამ მო­ი­ტა­ნა შე­დე­გი, რამ ვერა. გა­მო­ვი­ტა­ნოთ დას­კვნე­ბი და აღ­ვი­ჭურ­ვოთ შე­სა­ბა­მი­სად. კონ­კრე­ტუ­ლი, ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად წინსვლის­თვის.

და­ახ­ლო­ე­ბით მომ­დევ­ნო 5 თვე ხელ­საყ­რე­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, ვი­საც იუ­პი­ტე­რი და სა­ტურ­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლი ჰყავთ. ჩა­ი­ხე­დეთ თქვენს პი­რად რუ­კა­ში, ამ პლა­ნე­ტის გას­წვრივ უნდა ლა­თი­ნუ­რი უნდა ეწე­როს. თუ ასე­თი სიმ­ბო­ლო თქვენს სო­ცი­ა­ლურ პლა­ნე­ტებ­თან არ ზის, მა­შინ ეს თვე­ე­ბი გან­ვლი­ლი პე­რი­ო­დის ანა­ლიზს სჯო­ბია, და­უთ­მოთ და აქ­ტი­ურ შემ­ტევ ქმე­დე­ბებ­ზე უკვე შე­მოდ­გო­მი­დან გა­დახ­ვი­დეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა აპ­რი­ლის პირ­ველ კვი­რას - მერ­კუ­რი­სა და სა­ტურ­ნის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტის წყა­ლო­ბით ეს მშვე­ნი­ე­რი პე­რი­ო­დია ელექტრო­ტექ­ნი­კის შე­ძე­ნი­სათ­ვის - რად­გან ასეთ დროს შე­ძენ­ლი სა­ქო­ნე­ლი პრაქ­ტი­კუ­ლო­ბით და გამ­ძლე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ხოლ­მე. თუმ­ცა ჯერ ისევ ძა­ლა­შია მერ­კუ­რი­სა და ნეპ­ტუ­ნის შე­ერ­თე­ბა და შე­საძ­ლოა ამან არ­ჩე­ვა­ნის ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­ლე­ბო­ბა­ზე იმოქ­მე­დოს, ვერ გა­ვარ­კვი­ოთ რა გვინ­და, რა უფრო გვირ­ჩევ­ნია.

პირ­ვე­ლი კვი­რის მან­ძილ­ზე ლი­ბი­დო პლა­ნე­ტე­ბიმარ­სი და ვე­ნე­რაშე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ის­ვე­ნე­ბენ, მათ არა­ნა­ი­რი ას­პექ­ტე­ბი არა აქვთ სხვა პლა­ნე­ტებ­თან. ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ტერ­მი­ნი რომ ვიხ­მა­როთ - "შახ­ტა­ში არი­ან". შე­სა­ბა­მი­სად, სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო ამ კვი­რა­ში ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რია, კლე­ბუ­ლობს სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბაც. ამას­თან ერ­თად, ლი­დე­რო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბაც არაა გა­მოკ­ვე­თი­ლად მა­ღა­ლი. და ალ­ბათ არ­ცაა სა­ჭი­რო, რად­გან სჯობს ჯერ­ჯე­რო­ბით, მთვა­რის დაღ­მა­ვალ ფა­ზა­ზე არა­ფე­რი წა­მო­ვი­წყოთ და და­ვე­ლო­დოთ 5 აპ­რი­ლის ახალმთვა­რე­ო­ბას ვერ­ძის ნი­შან­ში, ამის შემ­დგომ კი მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი დროა უკვე გო­ნე­ბა­ში კარ­გად და­წყო­ბი­ლი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმ საქ­მე­ე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც სი­ახ­ლე­ებ­ზე და ცვლი­ლე­ბებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

მერ­კუ­რი­სა და სა­ტურ­ნის სექ­სტი­ლი, რო­მე­ლიც ზე­ვით ვახ­სე­ნეთ, იმი­თაც არის კარ­გი რომ სა­ტურ­ნის წყა­ლო­ბით საღი აზრი კონ­ტროლს უწევს ჩვენს გო­ნე­ბას და არ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას იმ ილუ­ზი­ებ­ში აიხ­ლარ­თოს, რა­საც მერ­კუ­რის თევ­ზებ­ში ყოფ­ნა გა­ნა­პი­რო­ბებს. მთლი­ა­ნო­ბა­ში სუ­რა­თი პო­ზი­ტი­უ­რია, რად­გან მთა­ვარ, წამ­ყვან ფაქ­ტო­რად ცის კა­ბა­დონ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი მზი­სა და იუ­პი­ტე­რის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი გვევ­ლი­ნე­ბა, რო­მე­ლიც ქმე­დე­ბე­ბი­სა და თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა­კენ გვი­ბიძ­გებს და რო­მე­ლიც თით­ქმის მთე­ლი თვის მან­ძილ­ზე იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რი. ამი­ტომ ეს კვი­რა, მო­დით, და­ვუთ­მოთ გეგ­მე­ბის და­ლა­გე­ბას და უკვე მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან შე­ვუდ­გეთ მათ რე­ა­ლი­ზი­რე­ბას. მომ­დევ­ნო ორ­შა­ბათს უკვე თა­მა­მად გე­ტყვით - ენ­დეთ სა­კუ­თარ ძა­ლებს, სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და იმოქ­მე­დეთ!“


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება