სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მანდატურის სამსახური ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ბულინგის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
01-04-2019
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ახალციხის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გამოვეხმაუროთ ახალციხის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს, რომელიც მოსწავლე ბიჭის მიმართ სავარაუდო ბულინგის ფაქტს უკავშირდება. 

აღნიშნულ სკოლაში წარმოდგენილია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური. როგორც კი მანდატურმა შეიტყო იმ ფაქტის შესახებ, რომ სკოლის მოსწავლე, შესაძლოა, ყოფილიყო ვერბალური ბულინგის მსხვერპლი და ამასთან, საფრთხის წინაშე იდგა სასკოლო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობა, დაუყოვნებლივ აცნობა მანდატურის სამსახურს.

ახალციხეში მყისიერად გაემგზავრა აღნიშნული სამსახურის კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების შემადგენლობით. მოსწავლეთა კანონიერი წარმომადგენლების თანხმობით, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები გაესაუბრნენ კონფლიქტში ჩართულ ყველა რგოლს, შეასრულეს მედიატორის როლი და განახორციელეს ინდივიდუალური სამუშაოები, რის შემდეგაც, საგანმანათლებლო პროცესი სკოლაში აღდგა და დღესაც შეუფერხებლად მიმდინარეობს.

რაც შეეხება კონკრეტულ მოსწავლეს, რომელიც, შესაძლოა, იყოს ბულინგის მსხვერპლი, განხორციელდა მისი რეფერირება მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში, ცენტრის მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები განახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას. 

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126-ემუხლის 1 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

მანდატურები აგრძელებენ მუშაობას სკოლაში და საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან დაუყოვნებლივ აღმოფხვრან ნებისმიერი ინციდენტი, რამაც, შესაძლოა, დააზარალოს  მოსწავლეთა უფლებები და ხელი შეუშალოს სასკოლო პროცესის წარმართვას“, - ნათქვამია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტორია 19 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდებს ცენტრალიზებულად ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში ატარებს

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

განახლებული სივრცე მოსწავლეებს უკეთეს პირობებს შეუქმნის როგორც სპორტის გაკვეთილების, ისე სხვადასხვა ტურნირისთვის მოსამზადებლად

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება