სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიული პროგრამების ვაუჩერული დაფინანსებისთვის 16 მილიონი ლარია გამოყოფილი
01-04-2019
-
+


პროფესიული პროგრამების ვაუჩერული დაფინანსებისთვის, რაც უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციულ ხარჯებსაც მოიცავს, 16 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ამის შესახებ პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირინე წეროძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლიდან, იმავე ოდენობის ვაუჩერული დაფინანსების მიღებას შეძლებენ ის სტუდენტებიც, რომლებიც კერძო პროფესიულ სასწავლებელში, პრიორიტეტული მიმართულების ქვეშ არსებულ პროგრამებზე ჩააბარებენ.

„განათლების რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების დაფინანსების წესის შესახებ ცვლილებებია, რომლის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ უკვე ისაუბრა. 

• როგორც ცნობილია, სახელმწიფოს მხრიდან აქამდე მხოლოდ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები ფინანსდებოდნენ. თუმცა, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლიდან, იმავე ოდენობის ვაუჩერული დაფინანსების მიღებას შეძლებენ ის სტუდენტებიც, რომლებიც კერძო პროფესიულ სასწავლებელში, პრიორიტეტული მიმართულების ქვეშ არსებულ პროგრამებზე ჩააბარებენ. ცხადია, ამ შემთხვევაშიც მოქმედებს ჩარიცხვის იგივე პროცედურა, რაც სახელმწიფო სასწავლებლებში. 

• კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო პროფესიული განათლების მასწავლებლის ანაზღაურებას... მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან მოდულური პროგრამების პედაგოგებისთვის ანაზღაურება 30%-ით გაიზარდა. 

• ასევე შეიცვალა სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული პროგრამების დაფინანსების წესი. აქამდე უმაღლესი სასწავლებლები მხოლოდ სტუდენტთა ვაუჩერულ დაფინანსებას იღებდნენ, რომელიც არ მოიცავდა სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელ ხარჯებს. ახალი წესის თანახმად ვაუჩერული დაფინანსება უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვასაც თითოეული სტუდენტისათვის.  სტუდენტთა ვაუჩერული დაფინანსება, რომელშიც მოიაზრება ადმინისტრაციული ხარჯები, წლევანდელი ბიუჯეტით, როგორც უმაღლესებისთვის ისე კოლეჯებისთვის, მოიცავს 16 მილიონ ლარს, შესაბამისად ამ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ეს გაზრდილი ვაუჩერული თანხა.

სამინისტრო აქტიურად მუშაობს ახალ ინიციატივებზე, რომლებიც ახალი კანონის დანერგვას და სფეროს რეფორმირებას უკავშირდება. პირველად, საქართველოში იწყება ზრდასრულთა ფორმალური განათლების სისტემის ჩამოყალიბება. 

რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელებისთვის უფლების მოპოვების შესახებ. აღსანიშნავია რომ ამ სერვისის მიწოდებაში, სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, კერძო კომპანიებს/დამსაქმებლებს მოუწოდებს რომ ჩაერთონ და სახელმწიფოს დაფინანსებით, საქართველოს მოსახლეობას, შესთავაზონ პროფესიული უნარების განმავითარებელი მოკლევადიანი პრაქტიკული კურსები. მათი დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს“,-აღნიშნა წეროძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება