სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჩვენ გვიყვარს Izrune.ge“- თბილისის N106 საჯარო სკოლა „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ ზეიმობს
31-03-2019
-
+


Izrune.ge-ს მრავალრიცხოვან ოჯახის წევრებს შორის ერთერთი გამორჩეულად მზრუნველი და წარმატებული თბილისის N106 საჯარო სკოლა და ელზა ჭიკაძის სადამრიგებლოა.

III ე კლასი ჯერ „მეგობრული“ შემდეგ კი „სუპერ კლასის“ ტიტულის მოპოვებას ორიგინალურად შეხვდა და საამაყო წარმატების აღსანიშნად ბანერი დაამზადა, რომელზეც თბილისის N106 საჯარო სკოლა და Izrune.ge მზრუნველობასა და წარმატებებს გვიზიარებენ.

სკოლაში დღესასწაულის მოწყობაში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად მშობლებიც აქტიურად ერთვებიან და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღისთვის“ ემზადებიან.

ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს ვარაზაშვილების სამშვილიან ოჯახში გამორჩეულად ეგებებიან. აქ უფროსი მოსწავლე გაბრიელია, მისი ძმაც Izrune.ge-ს აქტიური წევრია, უმცროსი და კი მალე სკოლაში შევა და ინოვაციურ პორტალს წარმატებით შეუერთდება.

ყველაზე შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს დედა, ლელა ლობჟანიძე და მამა, ივანე ვარაზაშვილი შვილებთან ერთად მიუსხდებიან და მათ ბედნიერ მომავალზე იწყებენ ზრუნვას:

„განათლება, დამოუკიდებლობა, სითამამე, სიხარული, აზარტი და ულევი წარმატება - ყველაზე მზრუნველი დღესასწაული ჩვენს ოჯახში Izrune.ge-სთან ერთად მოდის. ტესტების გავლის დროს სრული სიჩუმეა სახლში, ბიჭები ერთმანეთს ფიქრსა და სწორ პასუხამდე მისვლაში ხელს არ უშლიან, მთლიანად საკითხებზე არიან ორიენტირებულნი და სულგანაბულნი ელოდებიან გამამხნევებელ შეძახილს, დიპლომების მოპოვებისას კი სიხარულით ხტიან,-“ ლელა ლობჟანიძე.

მშობლების თქმით, Izrune.ge-სთან ერთად ლოგიკურად მოაზროვნე, მრავალმხრივ განვითარებული და წინსვლაზე ორიენტირებული თაობა ეზრდება ქვეყანას და მზრუნველი წარმატებები თითოეულმა ოჯახმა უნდა გაიზიაროს.

მამა, ივანე ვარაზაშვილი თბილისის N106 საჯარო სკოლის ინოვაციური „მამების კლუბის“ აქტიური წევრი და „მზრუნველი მამის“ ტიტულის მფლობელია. ამბობს, რომ Izrune.ge-სთან ერთად სასკოლო ცხოვრება მეტად საინტერესო გახდა და ერთობლივი ძალებით კიდევ უფრო დიდი წარმატების მოლოდინი აქვთ:

„პორტალმა მშობლები ძალიან დაგვაახლოვა და შვილების ინდივიდუალურ წინსვლასთან ერთად, მთელი კლასის წარმატებაზე დაგვაწყებინა ზრუნვა. ჩვენც ერთიანობასა და მოტივირებულობაზე Izrune.ge და სკოლის დირექცია გადამწყვეტ როლს თამაშობს. გაბრიელს არაჩვეულებრივი დამრიგებელი ჰყავს, რომელიც ნამდვილად იმსახურებს დაფასებასა და ბინის მოპოვებას. გვახარებს „სუპერ კლასის“ ტიტული და აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მომავალი წარმატებებისთვის.“

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში განათლების ხარისხზე დასკვნა გამოქვეყნდა - „სტატუსის აღსადგენად ევროპულ რეესტრს (EQAR) მივმართავთ“

მასწავლებელთა ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

ინგლისური ენის ტესტი დღეს არ გამოქვეყნდება - როდის ნახავენ აპლიკანტები გამოცდაზე მოსული საკითხებს 

მასწავლებელთა გეოგრაფიის გამოცდაზე გამოუცხადებლობის რეკორდული მაჩვენებელი და უცხოური ენების ტესტირების სტატისტიკა

რომელ რეგიონებში გამოაცხადა მანდატურის სამსახურმა ვაკანსიები და რა პოზიციებზე - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს, როგორ უკავშირდება მუსიკა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და თბილი ემოციებით

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება