სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზრდასრულთა განათლების ახალი სისტემის ფარგლებში, კერძო კომპანიებში გადამზადებულებს შანსი ექნებათ, დასაქმდნენ
11-03-2019
-
+


ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარების მიზნით, მოკლევადიანი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება ანუ პროგრამაზე ავტორიზაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებს 3 წლის ვადით შეეძლებათ. 

დღეს ტექნოპარკში ​ზრდასრულთა განათლების ახალი სისტემის დანერგვის შესახებ ინიციატივა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.

მინისტრის ცნობით, კერძო კომპანიის მიერ შემუშავებული მოკლევადიანი გადამზადების პროგრამით სარგებლობა არა მხოლოდ მათი თანამშრომლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, არამედ ეს შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის.

„ამ თვიდან კერძო კომპანიების ჩართულობით ვიწყებთ გადამზადებას. ფაქტობრივად, ყველა გადამზადებულს, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს. პრაქტიკას გაივლის კერძო კომპანიებში და გარდა პრაქტიკული გამოცდილებისა, დიდია იმის შანსი, რომ ამ კომპანიებშივე დასაქმდნენ. ეს პროექტი არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც იქნება და ძალიან ბევრ სფეროს მოვიცავთ. მარტში გამოვაცხადებთ რეგისტრაციას აიტისა და მშენებლობის მიმართულებით. რაც მთავარია, ყოველთვიურად გაფართოვდება არა მხოლოდ რეგიონალური მასშტაბი, არამედ პროფესიების რაოდენობაც, რომელიც მოიცავს ყველა იმ მიმართულებას, რომელიც ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

კითხვაზე, რომელ პროგრამებს დააფინანსებს სამინისტრო და დაახლოებით რა თანხაა გათვალისწინებული ამისთვის, მინისტრი აცხადებს, რომ ეს მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული. 

„ამის რესურსი გაგვაჩნია. ჩვენთვის მთავარია, რაც შეიძლება მეტი ასეთი წერტილი გაჩნდეს ხარისხიანი ცოდნის მიწოდების“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

სახელმწიფო დაფინანსებაზე პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ზრდასრულთა განათლების სამმართველოს უფროსმა, მარიკა ზაქარეიშვილმაც ისაუბრა.

„სახელმწიფო დაფინანსება იქნება შესაძლებელი გარკვეულ მიმართულებებზე. განსაზღვრება ის მიმართულებები, რომელსაც ეკონომიკა გვიკარნახებს. ამ ეტაპზე კონკრეტული მიმართულებები არ გვაქვს. ჩვენი გათვლით, 300 ადამიანი გაივლის მარტში რეგისტრაციას. ეს ადამიანები არიან კოლეჯებსა და კერძო სექტორში გადამზადებული ადამიანები. კერძო სექტორს პროგრამაზე ავტორიზაცია 3 წლის ვადით მიენიჭება. ხოლო უშუალოდ პროგრამის შემოტანა და მისი ავტორიზაციის მინიჭების პროცედურები გამჭირვალე იქნება. ავტორიზაცია თავიდან ბოლომდე ელექტრონული სისტემის საშუალებით იქნება შესაძლებელი“​,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ასევე იხილეთ: განათლების სამინისტროსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით ​ ზრდასრულთა განათლების ახალი სისტემა დაინერგება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება