| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების რეფორმის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით ახალი პროექტი იწყება.
კერძოდ კი მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, ახალი ინიციატივის მიხედვით, დაინერგება ზრდასრულთა განათლების ახალი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს მომზადება/გადამზადების მოკლევადიანი პროგრამების განხორციელებას.
ინიციატივა განათლების მინისტრმა ტექნოპარკში მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.
ახალი ინიციატივის ფარგლებში, განათლების სამინისტრო გეგმავს ისეთი მექანიზმების ამუშავებას, რომლებიც მოსახლეობას მოკლე დროში დასაქმებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
მსმენელთა რეგისტრაცია აჭარის, სამეგრელოს რეგიონებსა და თბილისში 25 მარტიდან სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული პროგრამებით დაიწყება, სადაც 400-ზე მეტი თავისუფალი ადგილია.
კურსდამთავრებულებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი გადაეცემათ.
მოკლევადიანი პროგრამების განხორციელების უფლება კერძო კომპანიებსაც შეეძლებათ. სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც მაღალი დასაქმების პოტენციალის მქონე სფეროდ იქნება აღიარებული, პროგრამები პრაქტიკული სწავლების ფორმატით განხორციელდება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს
სამუშაოს დაწყების გამო სტატუსი 205 მოსწავლეს შეუწყდა - 2025 წელს ჯამში სტატუსი 8614 მოსწავლეს შეუწყდა ან შეუჩერდა - დეტალური ანგარიში
ახალი აკრძალვა სკოლის შინაგანაწესში, დირექტორებს შესაძლოა დისციპლინური სახდელი დაეკისროთ - ახალი სასწავლო წლიდან საფრანგეთი გაჯეტებს ზღუდავს
„მასწავლებლებმა უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ ღმერთი არის სიყვარული“...
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს
სტატიას ამდიდრებს ლიდა ზაქარიანის სიტყვები: „რაც უფრო მეტს ვსწავლობთ, მით უფრო დიდია ჩვენი შესაძლებლობები“
არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე.