სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს სტატუსი 5 წლით შეუჩერდათ
11-03-2019
-
+


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმდა.

კერძოდ კი განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს სტატუსი 5 წლით შეუჩერდათ 

„2019 წლის 4 მარტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელს გაუუქმდა ავტორიზაცია. საბჭოს ოქმი და გადაწყვეტილება ვებ-გვერდზე განთავსდება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. 

აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს 2019 წლის 5 მარტიდან 5 (ხუთი) წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ სხვა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2019 წლის 11 მარტს 14:00 საათზე გაიმართება შეხვედრა შპს ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებისა და მათი ინტერესების დაცვის მიზნით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტები მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ. დღეს კი განათლების ხარისხისა და განვითარების ეროვნული ცენტრის ეზოში პერფორმანსის გამართვას და ღია ცის ქვეშ ლექციებს ჩატარებას გეგმავენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება