სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებს ზოგადპროფესიულ უნარებში ონლაინ კურსების გავლა შეეძლებათ
05-03-2019
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, მასწავლებლებს პროფესიული განვითარების ზოგადპროფესიული უნარების ონლაინ კურსებს სთავაზობს. 

მასწავლებლის სახლის ცნობით, მიმდინარე წლის 4 მარტს დაიწყო ახალი ეტაპი და კურსის გავლის საშუალება მთელი საქართველოს მასშტაბით, 250 დაინტერესებულ მასწავლებელს ექნება. კურსი მიმდინარე წლის 14 აპრილს დასრულდება.

„ონლაინ პროფესიული განვითარების კურსები პროექტის ფარგლებში შემუშავებული ტრენინგმოდულების ბაზაზე მომზადდა, თუმცა ფორმატიდან გამომდინარე უფრო მეტ ინოვაციურ, აქტიურ და თანამედროვე ინსტრუმენტს აერთიანებს.

ონლაინ კურსები პედაგოგებს მისცემს საშუალებას, მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინ რეჟიმში გაიარონ პროფესიული განვითარება. ონლაინ ტრენინგი მასწავლებლებს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარებაშიც დაეხმარება.

გასულ წელს პირველადი პილოტირება გაიარა და დასრულებულ და ზოგადპროფესიული უნარების კურსზე მუშაობა. პირისპირ კურსების ონლაინ ფორმატში კონვერტირებას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემია ახორციელებს“,- ნათქვამია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება