| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჩხორიის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლის დათო ფიფიას ლექსების კრებული - „უნდა შეგვეძლოს“ გამოიცა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დათო ღვთიური ნიჭითაა დაჯილდოებული მოსწავლეა.
„მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას, ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს"...
სწორედ ღვთიური ნიჭითაა დაჯილდოებული ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლე დათო ფიფია. ღმერთმა უხვად გადმოაბერტყა კალთა ამ სოფელზე, მშობლიურ კუთხეზე უზომოდ შეყვარებულ ახალგაზრდას.
"ჩემს მშობლიურ სოფელში ვარ,
მიყვარს მისი მთა და მდელო
სოფლელობით ამაყი ვარ
აქ დუღს ჩემი საქართველო".
დათოს ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მას რამდენჯერმე მოუწყვეს შეხვედრა, ახლა კი მისი ლექსების პირველი კრებული - „უნდა შეგვეძლოს“ გამოიცა.
მშობლიურმა სკოლამ თბილი დახვედრა მოუწყო თბილისიდან დაბრუნებულ დათუნას. დათოს წარმატებები უხარიათ მეგობრებსაც, პედაგოგებსაც, თემს და უსურვებენ, რომ მის ნიჭს მიეცეს ფართო გასაქანი“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს