სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტების მიღება შემცირდა
04-03-2019
-
+


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებიც ახორციელებდნენ სტუდენტების მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, შემცირდა.

კერძოდ, 2018 წლის ბოლოსთვის 118 დაწესებულება იყო, აქედან 39 საჯარო და 79 კერძო. 2017 წელს კი ფუნქციონირებდა 125  (შესაბამისად 42 საჯარო და 83 კერძო).

ამასთან, 2018 წელს, პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტების მიღება 2017 წელთან შედარებით  24,4%-ით არის შემცირებული. 2018 წელს ჩარიცხულია 11 820 სტუდენტი, რომელთაგან 48% ქალია და 52% - კაცი.

რაც შეეხება ჩარიცხული სტუდენტების ასაკობრივ გადანაწილებას - 26.5% არის 18-20 წლის, 20.9% - 21-23 წლის, ხოლო ყველაზე მცირე (9.1%) - 15-17 წლის ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.



აღსანიშნავია, რომ რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების მიხედვით ლიდერობს თბილისი (46,7 %), რომელსაც მოსდევს აჭარა (22,4%), იმერეთი (6,8%), კახეთი (6,0%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (5,5%), და ქვემო ქართლი (1,1%).

2018 წელს კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ შეადგინა თითქმის 12 ათასი სტუდენტი, რომელთაგან 50.4% ქალია და 49,6% კაცი. 2017 წელთან შედარებით კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 22,3%-ით არის გაზრდილი. მათი უმეტესობა მოდის ინჟინერიის პროგრამებზე (30.4%), ჯანდაცვის პროგრამებზე (15.0%), ბიზნესის ადმინისტრირებაზე (16.7%), აგრარულ მეცნიერებებზე (13.9%). კურსდამთავრებული სტუდენტების უმეტესობა 29.1% არის 21-23 წლის ასაკის, 8.6% - 18-20 წლის ასაკის და 3,7% - 15-17 წლის ასაკის.

კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი (51,5%), აჭარა (14,7%), იმერეთი (9,7%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (6,4%), ხოლო ყველაზე მცირე მოდის ქვემო ქართლის რეგიონზე (2,6%).

ასევე იხილეთ: რამდენი ადამიანი დასაქმდა 2018 წელს პროფესიული განათლებით და როგორია მათი ანაზღაურება - იხილეთ კვლევა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება