სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენი ადამიანი დასაქმდა 2018 წელს პროფესიული განათლებით და როგორია მათი ანაზღაურება - იხილეთ კვლევა
01-03-2019
-
+


„2018 წელს პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მთლიანი მაჩვენებელია 60%-ია. მათ შორის, ქალი გამოკითხული რესპონდენტებიდან 55%-ია დასაქმებული, ხოლო მამაკაცებში დასაქმება შედარებით მაღალია და 64%-ს შეადგენს“, - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია „სოციალური კვლევების ინსტიტუტის“ (IRS) მიერ მომზადებულ კვლევის ანგარიშშია აღნიშნული.

2018 წლის პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულების კვლევაში მონაწილეობა 642-მა კურსდამთავრებულმა მიიღო, მათ შორის 47% (300) კაცი იყო, ხოლო 53% (342) - ქალი.

„ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, ყველაზე მაღალი დასაქმების მაჩვენებელი (70%) დაფიქსირდა 30-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, ყველაზე დაბალი კი 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (37%)“, - აღნიშნულია კვლევაში.

დასაქმებული პირების სახელფასო რაოდენობა განსხვავებულია იმის მიხედვით დაქირავებულია თუ თვითდასაქმებული.

„დაქირავებით დასაქმებულ კურსდამთავრებულთა 43%-ის საშუალო ყოველთვიური ხელფასი 200-დან 500 ლარამდეა, ყოველი მეოთხეს (26%) ანაზღაურება 501-800 ლარის ფარგლებში მერყეობს, 23%-ის შემთხვევაში კი საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 801 ლარი და მეტია.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ყოველი მეათე კურსდამთავრებული (11%, 67 რესპონდენტი) თვითდასაქმებულია.  რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, მართალია საკმაოდ დიდია მათი წილი (55%), ვისი საშუალო ყოველთვიური ხელფასიც 500 ლარი და ნაკლებია, თუმცა, საგულისხმოა, რომ 900 ლარზე მეტი ანაზღაურება თვითდასაქმებულთა 28% აქვს, რაც გაცილებით მაღალია, ვიდრე იგივე მაჩვენებელი დასაქმებულთა სეგმენტში“, - აღნიშნულია კვლევაში.

როგორც IRS-ის ანგარიშშია ნათქვამი, რაც უფრო მაღალია კურსდამთავრებულთა განათლების წინმსწრები დონე, მით უფრო მეტია დასაქმებულთა რაოდენობა.

„დასაქმების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა საბაზისო განათლების მქონე პირებში (41.9%), დასაქმების მაჩვენებელი განათლების საფეხურის შესაბამისად იზრდება და საშუალო განათლების შემთხვევაში - 59.4%-ია, პროფესიული განათლების შემთხვევაში - 62.4%, ხოლო უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტების 68.5%-ია დასაქმებული“, - ნათქვამია კვლევაში.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით დასაქმების მაჩვენებელს, დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა იმერეთის რეგიონში (70%), რომელსაც მოსდევს კახეთი (66%) და თბილისი (64%). საერთო ჯამში, დასაქმების მაჩვენებელი არცერთ რეგიონში არ არის 50%-ზე ნაკლები.

სხვა ჯგუფებთან შედარებით დასაქმება მაღალია, აგრარული მეცნიერებების და ინჟინერიის მიმართულების კურსდამთავრებულებს შორის.

„გამოკითხული პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა შორის ყველაზე დიდი წილით არიან წარმოდგენილნი ინჟინერიის (160), აგრარული მეცნიერებების (121) და ბიზნეს ადმინისტრირების (106) მიმართულების კურსდამთავრებულები. მსხვილ მიმართულებებში გენდერული წარმომადგენლობა განსხვავდება სქესის მიხედვით. კერძოდ, ინჟინერიის კურსდამთავრებულთა 83% მამაკაცია, მაშინ, როცა ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულების კურსდამთავრებულთა უმრავლესობა (76%) ქალია. აგრარულ მეცნიერებებზეც მამაკაცები ჭარბობენ, თუმცა ქალების წილიც საკმაოდ მაღალია (44%)“, - აღნიშნულია კვლევაში.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა 32% (201 რესპონდენტი) ამჟამად დაუსაქმებელია და მათი უმრავლესობა (66%) ეძებს სამუშაოს.

დაუსაქმებელთა 34%-მა აღნიშნა, რომ არ ეძებს სამუშაოს, მიზეზებს შორის კი ყველაზე მაღალი სიხშირით დასახელდა; შესატყვისი ოჯახური პირობების არქონა - 35%, სამსახურის მოძებნის სურვილის არქონა 10% და სწავლის გაგრძელების განზრახვა 10%.

რაც შეეხება იმ კურსდამთავრებულებს (131 რესპონდენტი), რომლებიც ეძებენ, მაგრამ ვერ ახერხებენ სამუშაოს პოვნას, უმეტეს შემთხვევაში მათ მიზეზად დაასახელეს შემოთავაზებული ხელფასის სიმცირე (35%), მათ პროფესიაზე არსებული დაბალი მოთხოვნა (26%) და საკმარისი გამოცდილების არქონა (24%).


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლის ფორმებისთვის 46 მილიონ ლარამდეა საჭირო - სამინისტრო გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

ეს ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის რომ თავი ამ ქვეყნის მკვიდრ შვილებად იგრძნონ

თბილისის ბაღში 2 წლის ბავშვს ძიძა სცემდა - „ბოლომდე ვერ ვუყურე, როგორ ცემს ჩემს შვილს! როგორ ტირის და არავინ შველის!“

ტესტის ფორმატსა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - უცხოური ენის გამოცდასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება

პიროვნება

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

სკოლები
მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით წარმოაჩინეს წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

„ჩვენი სკოლის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემა, არამედ მოსწავლეებში პრაქტიკული უნარების განვითარება“...

ეს წელი იყო სავსე სწავლით, მეგობრობით, სიხარულით და უამრავი ლამაზი მოგონებით

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება