სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა

სეფიეთის სკოლაში სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზები და გავრცელების რისკები გამოიკვლიეს 
24-02-2017
-
+


სეფიეთის სკოლის XIე კლასში, ინგლისური ენის მასწავლებელმა ბიჭიკო ოჩიგავამ პროექტ-გაკვეთილი თემაზე ,,Fit and Well” ჩაატარა. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები რამდენიმე დაავადებას გაეცნენ.  

გამოიკვლიეს მათი გამომწვევი მიზეზები და გავრცელების რისკები.  


მოსწავლეებმა შემდეგ დაავადებებზე იმუშავეს: ''FLU AND NOROVIRUS''. 

როგორც სეფიეთის სკოლის მასწავლებელი ბიჭიკო ოჩიგავა აღნიშნავს, თემატიკა საკმაოდ აქტუალურია:

"ნოროვირუსით როგორც წესი, სტატისტიკურად მოზარდები ინფიცირდებიან, რადგანაც მათ ჯერ კიდევ არ აქვთ გათვითცნობიერებული ის, რომ აუცილებელია პროდუქტის ვარგისიანობის იდენტიფიცირება მის მიღებამდე. აგრეთვე მოზარდებს და განსაკუთრებით პატარებს ავიწყდებათ ხელების საპნით დაბანა ჭამამდე და ჭამის შემდეგ, რაც იწვევს ნოროვირუსის ბაქტერიების შეჭრას ორგანიზმში. რაც შეეხება გრიპს, ის ყველა დროის აქტუალური პრობლემაა მოზარდებში და არამარტო მათში. სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ გრიპით დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე მატულობს." 

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებს შორის გუნდური თანამშრომლობის უნარების განვითარებას. პროექტის ფარგლებში მათ გაიმდიდრეს ლექსიკა. განივითარეს კვლევა-ძიებისა და ზეპირმეტყველების უნარები. პროექტ-გაკვეთილი საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული და ის საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. 

გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა და ორგანიზების ფორმებმა, მოსწავლეებს საშუალება მისცა სრულყოფილად ეჩვენებინათ თავიანთი შესაძლებლობები. 

გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეები ინგლისურად მიესალმნენ პედაგოგებს (შეფასების ჯგუფის წევრებს) და მათ, მათ მიერ გაკეთებული ელექტრონული პრეზენტაცია წარუდგინეს. ისინი წყვილებად მუშაობდნენ და თანმიმდევრულად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. მეორე ჯგუფმა საკითხის გადმოსაცემად, მათ მიერ წინასწარ შექმნილი თვალსაჩინოები გამოიყენეს. 

ბიჭიკო ოჩიგავს თქმით, პრეზენტაციებს საინტერესო აქტივობები ჩაენაცვლა, რამაც მოსწავლეთა ცოდნა განამტკიცა. ბოლო აქტივობა ,,ექიმი და პაციენტი“ იყო:

"მოსწავლეებმა საკლასო ოთახის ერთ კუთხეში საავადმყოფოს იმიტაცია მოაწყვეს. მათ ინგლისურ ენაზე გაითამაშეს ექიმ-პაციენტის როლები. თემა, რა თქმა უნდა, პროექტის ფარგლებში გაცნობილ დაავადებებს შეეხებოდა. ბოლოს მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტები: კედლის გაზეთი და ინგლისურ ენაზე მომზადებული ვიდეო-სიუჟეტი წარადგინეს.''

შეჯამების ეტაპზე მასწავლებელმა უკუკავშირზეც გაამახვილა ყურადღება და მოსწავლეებს კითხვებით მიმართა. შეფასების ჯგუფმა პროექტ-გაკვეთილი დადებითად შეაფასა და გაწეული სამუშაოსთვის მოსწავლეებსა და მასწავლებელს მადლობა გადაუხადა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება