| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის N1 საჯარო სკოლამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და Alumni TIES მცირე გრანტის ფარგლებში მოიპოვა 5000 აშშ დოლარის დაფინანსება.
დაფინანსების ფარგლებში განხორციელდება პროექტი „მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების სწავლება საქართველოს საჯარო სკოლებში დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობის მიზნით.“
პროექტის ძირითადი პრინციპია მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების სწავლების ხარისხის გაძლიერება საჯარო სკოლებში, რაც თავსი მხრივ გააუმჯობესებს მოსწავლეებში დემოკრატიული ღირებულებების აღქმა-გააზრებას და ეს საბოლოოდ პოზიტიურად აისახება საზოგადოებაზე. მიგვაჩნია, რომ სკოლა საუკეთესო ადგილია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის, სადაც უნდა მოხდეს მომავალი ლიდერების ჩამოყალიბება და ახალგაზრდების აღჭურვა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით, ასევე მათში გლობალური მასშტაბის სააზროვნო უნარებისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად კი საგანმანათლებლო ინსტიტუციების გაძლიერება და სწავლების ხარისხის გაზრდა გარდაუვალია.
2019 წლის 25 თებერვალს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია.
პროექტს ნინო მიქელაძე, ნინო მაისურაძე, ელზა ზაქარეიშვილი და ნატალია მგელაძე ახორციელებენ.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს