სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა მოხდება 1-26 მარტამდე - ასტროლოგი ხათუნა ნოელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს
01-03-2019
-
+


ცნობილი ქართველი ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

1 მარტს, დღის ბოლოს ვენერა ტოვებს თხის რქის პრაგმატულ ნიშანს და ექსცენტრიკულ მერწყულში გადადის. თუმცა უკვე მანამდე, ბოლო გრადუსიდან კვადრატს ქმნის ვერძში მყოფ ურანთან, რომელიც ასევე ცდილობს კუროში გადასვლას. ეს ასპექტი ურთერთობებს ძალზე არაპროგნოზირებადს გახდის, თუმცა არც ერთი ნახვით შეყვარებებია გამორიცხული. კვირის ბოლო დღეები ფინანსურ დანაკარგებთან შეილება იყოს დაკავშირებული. მოერიდეთ დაუგეგმავი შენაძენების გაკეთებას, მითუმეტეს თანამედროვე ტექნიკის და უძრავი ქონების სფეროებში. ნუ ჩაიტარებთ ექსპერიმენტებს გარეგნობასთან დაკავშირებით. მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებს იმიჯში.

4 მარტიდან კი როდესაც ეს კონფლიქტური ასპექტი დაიშლება, მერწყულის ვენერა თავის უმშვენიერეს ფეიერვერკებს გაჩვენებთ. წინა თვეში გაბატონებული თხისრქისეული თავშეკავებულობა და სიფრთხილე გრძნობების გამომჟღავნების საკითხში კონტაქტურობითა და პირობითობის სწრაფი მოხსნით შეიცვლება და რომანტიული პარტნიორის პოვნა ამ დროს ჯგუფური აქტივობების დროს ბევრად უფრო შესაძლებელიაშესაძლოა მეგობრული კავშირების რომანტიულში გადაზრდა... მალე, როგორც სასიყვარულო, ისე ფინანსურ საკითხებში მეტი ავანტურიზმი თუ არა, ახალი მიდგომების, ახალი იდეების მოთხოვნილება აუცილებლად გაჩნდება.

ფინანსური საკითხების თვალსაზრისითაც ამ პერიოდში კარგია ჯგუფურ აქტიობებში ჩართვა, საქმის გუნდურად გადაწყვეტა. შესანიშნავი დროა საზოგადოებრივ ასპარეზზე პირველი ნაბიჯების გადადგმისათვის - ოღონდ იმოქმედეთ შაბლონების გარეშე, შემოქმედებითად. თუ საჭიროა, დაიხმარეთ მეგობრული კავშირებიც. თანხების შემოდინებას ასევე ხელს შეუწყობს ორიგინალური იდეები, არაშაბლონური მიდგომები, თანამედროვე ტექნიკის უახლესი მიღწევების გამოყენება. შესაძლოა, დაფინანსების სრულიად ახალი წყაროს გამოჩენაც, რომელსაც სპონსორებს, მეცენატებს ან უბრალოდ თქვენს კარგ მეგობრებს უნდა უმადლოდეთ.

განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია, რა თქმა უნდა, მერწყულებისათვის, აგრეთვე ჰაერის და ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვისაც. აქტიურობა წაადგებათ მათაც, ვისაც პირადი პლანეტები, ასცენდენტი, მედიუმ ქოელი ან II ან VIII სახლების კარიბჭეები გყავთ მერწყულში.

ვენერა მერწყულში 26 მარტამდე დარჩება.

გისურვებთ წარმატებები მოეტანოს ვენერას თქვენთვის თავისი აქტიობის ყველა სფეროში“, - წერს ნოელი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პოლოს ტიპის მაისური, როლინგი... - კიდევ რა შეგიძლიათ ჩააცვათ ბავშვს პიჯაკის ქვეშ და რა გამონაკლისები დაიშვება ფორმებზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება