| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარელისის საჯარო სკოლაში გასული და მიმდინარე კვირა ბევრი აქტივობით იყო დატვირთული.
სკოლა საკმაოდ წარმატებულად მონაწილეობდა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალისთვის გამართულ ღონისძიებაში და დაჯილდოვდა შესაბამისი დიპლომებით და სერტიფიკატებით.
სკოლაში გაიმართა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებმა ისაუბრეს წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე, იუნკერთა გმირობაზე, მარო მაყაშვილზე და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
სკოლის სააქტო დარბაზში პედაგოგებისა საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის მოეწყო ფილმის „სკოლა“ ჩვენება. ფილმის ბოლოს გაიმართა დისკუსია ფილმის მთავარ იდეაზე ,,ბულინგი სკოლაში“. მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულებები და შეხედულებები აღნიშნულ პრობლემაზე. მოეწყო პრეზენტაციები, მომზადდა კედლის გაზეთები და პოსტერები.
კვირის ბოლოს, სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა პროექტის ,,კვირის წარმატებული მოსწავლე“ დაჯილდოება. შეკრებილ პედაგოგებს და მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს წარმატებულმა მოსწავლეებმა და თავიანთი დადებითი ემოციები გამოხატეს ამ პროექტის მიმართ. მოსწავლეები სკოლის დირექტორმა დააჯილდოვა შესაბამისი დიპლომებით.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს