| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჩხორიის საჯარო სკოლა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული წარმატებული მუშაობისათვის ტექნიკით დაჯილდოვდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა ერთი წელია ჩაბმულია სამოქალაქო განათლების პროგრამაში - „მომავლის თაობა“. ამ ხნის მანძილზე სკოლაში პროგრამის ფარგლებში, მაია არახამიას ხელმძღვანელობით, ბევრი საინტერესო ღონისძიება განხორციელდა.
„შედეგმაც არ დააყოვნა. მოსწავლეები უფრო გააქტიურდნენ. თვითონვე გამოდიან ამა თუ იმ ინიციატივით, ამზადებენ პრეზენტაციებს, ბუკლეტებს, უშვებენ კედლის გაზეთის სპეციალურ ნომრებს, იღებენ ფოტობსა და ვიდეორგოლებს, განუვითარდათ კვლევა-ძიების უნარი. სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო გახდა.
სკოლა დიდ მადლობას უხდის სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ხელმძღვანელებს, ასოციაცია „ ათინათის“ თანამშრომლებს და წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს „კიდევ მრავალთა საქმეთა საქმნელად“...“,-“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს