| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს.
დაფინანსების მისაღებად სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი; რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და სამოტივაციო წერილი.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, განათლება, განათლების რეფორმა და სტუდენტების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ხვალიდან იწყება პროექტი, რომელიც სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსებას გულისხმობს.
„მიზნობრივი ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასი ან ნაკლებია და სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურებზე. დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო გრანტის ფარგლებში, წლიური 2 250 ლარის ოდენობით, ხოლო სემესტრული – 1 125 ლარით. მისი რაოდენობა დამოკიდებული იქნება სტუდენტის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელზე და ქულების მიხედვით სტუდენტი მიიღებს 50,70 ან 100-პროცენტიან დაფინანსებას. სტუდენტების მხარდაჭერა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს 30-პროცენტიანი, 50-პროცენტიანი ან 70-პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მას სწავლის საფასური 100 პროცენტამდე შეევსება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს მოსწავლეებს, დავინახავთ, რომ სკოლებში ჩაგვრა არის!“
„თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს მოსწავლეებს, დავინახავთ, რომ სკოლებში ჩაგვრა არის!“
„თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს მოსწავლეებს, დავინახავთ, რომ სკოლებში ჩაგვრა არის!“
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ