სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა თიანეთის №2 საჯარო სკოლაში პროექტი - „გვახსოვდეს 25 თებერვალი“ განხორციელდა
27-02-2019
-
+


დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლის ფატიმა ბასილაურის ხელმძღვანელობით პროექტი - „გვახსოვდეს  25 თებერვალი“ განხორციელდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებელმა მოსწავლეებს შთამბეჭდავი სლაიდ - შოუს ფონზე 1921 წლის 25 თებერვალის მოვლენების შესახებ  მოკლე და ამომწურავი ინფორმაცია გააცნო. 

„მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქართველი იუნკერების და იმ ათასობით  სამშობლოს სიყვარულით გულანთებული გმირების ხსოვნას, ვინც მედგარი წინააღმდეგობა გაუწია საქართველოში შემოჭრილ  მე-11 წითელ არმიას და სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას.

დიდი მოწონება დაიმსახურა მე- 9 კლასის მოსწავლის - ანი მჭედლურის მხატვრულად წაკითხულმა ლექსმა - „თოვდა და თბილისს ებურა თალხი...“ დასასრულს მოსწავლეებმა დოკუმენტური ფილმი - „ქართველი იუნკერები“ ნახეს. ფილმმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და უამრავი კითხვაც დაებადათ. მასწავლებელი ამომწურავად პასუხობდა მოსწავლეთა მიერ დასმულ თითოეულ კითხვას. პროექტის მიწურულს უკვე ყველამ იცოდა თუ რატომ არის 25 თებერვალი შავი ასოებით ჩაწერილი საქართველოს ისტორიაში და მათ გულებში ზარებივით რეკდა შემდეგი სიტყვები - „არა ძალადობას“, „არა ოკუპაციას“,-აღნიშნავს სკოლის წარმოამდგენელი. 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.  ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება