სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა უნდა გააკეთოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღოს?!
26-02-2019
-
+


მასწავლებლებისთვის სტატუსის ამაღლების საკითხი მუდამ აქტუალურ თემას წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესახებ არაერთი სიახლე დაანონსდა, მათ შორის მასწავლებელთა სტატუსის შეცვლისა და შენარჩუნების გზებთან დაკავშირებით, etaloni.ge-ს არაერთმა პედაგოგმა მომართა. განსაკუთრებით აქტუალური კი პრაქტიკოსი პედაგოგების მიერ დასმული შეკითხვა აღმოჩნდა თუ რა გზებით შეუძლიათ მათ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის თქმით, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის  მოქმედი სქემა 2019 წლის სექტემბრამდე  ძალაშია. შესაბამისად, მოქმედი სქემის მიხედვით გთავაზობთ, იმ გზებს, რომლითაც პრაქტიკოს მასწავლებლებს შეუძლიათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვონ:

პირველი გზა: უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსი მასწავლებელი აგროვებს 19 კრედიტქულას, რომელთაგან 4 კრედიტქულა უნდა მოიცავდეს მასწავლებლის ჩატარებული ორი გაკვეთილის შეფასებას (თითოეული - 2 კრედიტქულა), ხოლო 15 კრედიტს საგნობრივი პროფესიული კომპეტენციის დადასტურებას.

პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები დაადასტუროს.

იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას სრულად ვერ დააგროვებს 15 კრედიტქულას, მას შესაძლებლობა ეძლევა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო კრედიტქულები შეავსოს შესაბამისი აქტივობებით.

მეორე გზა: პრაქტიკოს მასწავლებელს მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი, თუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას თითოეულ მათგანში დააგროვებს 10 კრედიტქულას. აღნიშნული კრედიტქულისთვის აუცილებელია გამოცდაში მასწავლებელმა ქულათა 61 და მეტი პროცენტი მიიღოს.

მესამე გზა: პრაქტიკოს მასწავლებელს მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი იმ შემთვევაში, თუ სქემაში შესვლის შემდგომ:

ა) მოიპოვებს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების მეცნიერებების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ)მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიიღებს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატს.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მინიჭებული აკადემიური ხარისხის/სერტიფიკატის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ.

იხილეთ ასევე: როდემდე არის ძალაში მასწავლებელთა მოქმედი პროფესიული განვითარების სქემა - ბერიკა შუკაკიძე დეტალებზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას

გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება