სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ლადო აფხაზავას ​4 რჩევა, რომელიც მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინონ
26-02-2019
-
+


2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტი ლადო აფხაზავა etaloni.ge-სთან იმ მიდგომებზე საუბრობს, რომლებსაც მოსწავლეებთან ურთიერთობისას იყენებს და მიაჩნია, რომ მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ.

კერძოდ კი სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ფიქრობს, რომ მასწავლებელს მოსწავლეებთან მცირე შეცდომის დაშვების უფლებაც კი არ აქვს, ვინაიდან ამ პატარა შეცდომამაც კი შეიძლება მათი ცხოვრება შეცვალოს; თავად მასწავლებლებმა კი მოსწავლეებს შეცდომის დაშვების უფლება უნდა მისცენ, რათა ამ შეცდომების გამოსწორება ისწავლონ; პედაგოგები მოსწავლეებს უნდა დაეხმარონ გამოწვევების დანახვაში და სწორ გზაზე დააყენონ სწორი მაგალითების მიცემით. 

მოსწვალეებს შეცდომის დაშვების უფლება უნდა ჰქონდეთ:

პირველ რიგში, მასწავლებლებმა უნდა შექმნან უსაფრთხო გარემო მოსწავლეებისთვის. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს გაკვეთილზე შეცდომის დაშვების უფლება ჰქონდეთ, რადგან თუ მათ ამის უფლებას არ მივცემთ, შესაძლებელია, მომავალში შეცდომის დაშვების და შემდგომში მისი გამოსწორების კომპლექსი გაუჩნდეთ და ამის ხელოვნურებიც კი გახდნენ. ძალიან ბევრმა მასწავლებელმა იცის ეს ყველაფერი და ჩემი რჩევები ნამდვილად არავის სჭირდება, მაგრამ მე პირადად სწორედ ამას ვაკეთებ, რომ ბავშვებისთვის ვქმნი უსაფრთხო გარემო“.

მასწავლებელმა მოსწავლეებს გამოწვევები უნდა დაანახოს:

პირადად მე მოსწავლეებთან ურთიერთობაში არ შემოვიფარგლები რჩევებით. ვცდილობ, მათ დავანახო სამომავლო გამოწვევები, თუ რის წინაშე შეიძლება დადგნენ და შემდგომ უკვე თავად უნდა იბრძოლონ იმისთვის თუ როგორ უპასუხონ ამ გამოწვევებს. საერთოდ მოსწავლეებს არ უყვართ ბევრი რჩევების მიცემა. სხვანაირი მეთოდით უნდა მიაწოდო ეს ყველაფერი. საქართველოში იმდენი მასწავლებელია, იმდენი აზრი და მიდგომაა... ყველა მასწავლებელს სურს თავისი მოსწავლე საუკეთესო იყოს და ძალიან კარგ რჩევებსაც აძლევენ, მაგრამ მაინც არის ის შედეგები, ამიტომ მარტო რჩევით არ უნდა შემოვიფარგლოთ. რჩევა კარგია, მაგრამ ჩვენ თავად მოსწავლე უნდა მივიყვანოთ პრობლემამდე, დავანახოთ ყველაფერი, რათა შემდგომ თავად იყვნენ მზად ცხოვრებისათვის, იმ გამოწვევებისთვის რომელიც მათ ელოდებათ. მთავარია, შევძლოთ და ეს გამოწვევები დავანახოთ და შემდგომ უკვე თავადვე მოემზადებიან ამისთვის.

მასწავლებელმა მოსწავლესთან ურთიერთობისას შეცდომა არ უნდა დაუშვას:

ზოგადად, მასწავლებლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ბავშვებთან ურთიერთობაში ჩვენ მცირე შეცდომის დაშვების უფლებაც კი არ გვაქვს, ვინაიდან ამ პატარა შეცდომამაც კი შეიძლება ჩვენი მოსწავლეების ცხოვრება სრულიად შეცვალოს.

მასწავლებელმა მოსწავლე სწორ გზაზე უნდა დააყენოს სწორი მაგალითების მიცემით:

ძალიან ბევრი ფიქრია საჭირო იმისთვის, რომ სწორ გზაზე დავაყენოთ მოსწავლეები, სწორი მაგალითები მივცეთ და სწორი არგუმენტებით დავანახოთ ყველაფერი. მასწავლებლობა ნამდვილად რთული საქმეა, თუმცა, საქართველში ძალიან ბევრი წარმატებული მასწავლებელია, რომელიც ამ საქმეს თავს ღირსეულად ართმევს“.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ 10 ფინალისტს  შორის მოხვდა. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 ათასი განაცხადიდან შეირჩნენ. გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე მიმდინარე წლის 24 მარტს გამოვლინდება. ჯილდო 1 მილიონი დოლარია, რომელიც გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის გადაეცემა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელი ოქტომბრიდან მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა იცვლება

რას ნიშნავს „სიქს-სევენ“, რომელსაც მასწავლებლების გასაბრაზებლად ბავშვები ხშირად იყენებენ და რატომ დააბნია მასწავლებლები მთელ მსოფლიოში

უმაღლესის მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების საყურადღებოდ - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩარიცხვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება