| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პარლამენტთან ერთად საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს.
სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი დაფუძნების კრების 1919 წლის 12 მარტის პირველი კრების 100 წლის იუბილეს ეძღვნება. კონკურსის მიზანია, მოსწავლეებმა გაიაზრონ და წარმოადგინონ თავიანთი დამოკიდებულება სახელმწიფოებრიობის პროცესში პარლამენტარიზმის როლის შესახებ. ასევე, მოსწავლეების დაინტერესება და ცნობადობის ამაღლება საქართველოს პირველი რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე გასული ესეს ავტორი დიპლომითა და 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათით დაჯილდოვდება; მეორე ადგილზე გასული - დიპლომითა და 400 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათით; მესამე ადგილზე გასული - დიპლომითა და 300 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათით; ხოლო ჟიურის მიერ 4 ნომინაციაში გამოცხადებული გამარჯვებულები დიპლომებითა და 200 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათით დაჯილდოვდება.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ