მუხურის N1 სკოლის მოსწავლეებმა აქტუალურ თემაზე პრეზენტაცია მოაწყვეს
მუხურის N1 სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია სახელწოდებით "ტრეფიკინგი-ცივილიზებული მსოფლიოს ახალი გამოწვევა" წარმოადგინეს.
აღნიშნული საკითხით აუდიტორია დაინტერესდა და პროექტის წარდგენის შემდგომ, მოსწავლეებმა უპასუხეს მათ კითხვებს.
პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ თავადაც კმაყოფილები არიან და მომავალშიც აუცილებლად მოაწყობენ აქტუალურ თემებზე პრეზენტაციებს.
იხილეთ ფოტოები