სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„​დირექტორებთან და მასწავლებლებთან შეხვედრები აჩვენებს რამდენად განსხვავებული სიტუაციაა რეგიონების სკოლებში“ - ირინა აბულაძე
22-02-2019
-
+


განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, დირექტორებთან და მასწავლებლებთან სისტემური შეხვედრები აჩვენებს, რომ რეგიონის სკოლებში განსხვავებული მდგომარეობაა.

სკოლის წარმომადგენლებთან მორიგ შეხვედრაზე განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესი და მისი განხორციელების გზები განიხილეს.

„სისტემური ხასიათის შეხვედრები აჩვენებს რამდენად განსხვავებული სიტუაციაა რეგიონების სკოლებში. თუმცა, დირექტორებმა ღიად დააფიქსირეს, რომ საატესტატო გამოცდების მოხსნით, სკოლაში სიტუაცია გაჯანსაღდება და მოსწავლეები სასწავლო პროცესს დაუბრუნდებიან. შეხვედრაზე განვიხილეთ დამატებითი მექანიზმებიც, რომელიც რეფორმის ფარგლებში შემუშავდება და დაინერგება იმისთვის, რომ მოსწავლეები უფრო მეტად დაინტერესდნენ სასწავლო პროცესით, ხოლო მასწავლებლებს მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ პროფესიული განვითარებისთვის“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

ინტერაქტიულ შეხვედრაზე დირექტორებმა და მასწავლებლებმა განათლების რეფორმის განხორციელებაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და იმ პრობლემებზეც ისაუბრეს, რაც იდენტურია ქალაქად და სოფლად. ყურადღება გაამახვილეს ასევე მხოლოდ რეგიონების სკოლებისთვისაა დამახასიათებელ სპეციფიურ საკითხებზე. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განათლების სისტემის რეფორმირება უნდა დაიწყოს სკოლიდან, რომელშიც კომპლექსურად უნდა იყვნენ ჩართულნი როგორც მასწავლებლები, ასევე მშობლები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი გელა გელაძე, რომელმაც დირექტორებს ინფორმაცია მიაწოდა მრჩეველთა საბჭოს შესახებ, რომელიც შეიქმნება სკოლაში და პასუხისმგებელი იქნება მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. საბჭოს უშუალო ფუნქცია იქნება სკოლაში ბულინგისა და ძალადობის პრევენცია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება