| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია. ის მსოფლიოს საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო და გადმოგცეთ ჩემი ემოციები. 2017 წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი რომ გავხდი, მაშინ მე ვთქვი, რომ აუცილებლად ვეტყოდი მსოფლიოს საქართველოს მასწავლებლების სათქმელს“, - ამბობს ლადო აფხაზავა.
2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში“ ლადო აფხაზავასთან ერთად არიან მასწავლებლები ბრაზილიიდან - დებორა გურაფლო, ნიდერლადებიდან - დეიზი მერტენს, დიდი ბრიტანეთიდან - ენდრიუ მოფეტ, ინდოეთიდან - სვარუპ რავა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან- მელისა სალგუერო, არგენტინიდან - მარტინ სალვეტი, ავსტრალიიდან - იასოდაი სელვაკუმარან, იაპონიიდან - ჰიდიკაზუ შოტო და კენიიდან - პიტერ ტუბიში.
ფინალისტები ჰოლივუდის მსახიობმა და პროდიუსერმა, ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.
„როდესაც მე ვიყავი პატარა, მრავალი სუპერ გმირი არსებობდა, ვინც მე მინდოდა ვყოფილიყავი. თუმცა, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გადასახედიდან, მთელი ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, ნამდვილი სუპერ გმირები მასწავლებლები არიან - ისინი ცვლიან სამყაროს“,-აღნიშნა ჰიუ ჯეკმანმა.
ფინალისტები 179 ქვეყნის 10 ათასი განაცხადიდან შეირჩნენ. გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე მიმდინარე წლის 24 მარტს გამოვლინდება. ჯილდო 1 მილიონი დოლარია, რომელიც გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის გადაეცემა. „მასწავლებლის გლობალური ჯილდო“ 2015 წლიდან ტარდება.
ქართველი მასწავლებლის, ლადო აფხაზავას გამორჩეული პროგრამაა „დემოკრატიული რევოლუცია“, რომელიც გულისხმობს სკოლის მენეჯმენტის გარდაქმნას, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების გზით. პროგრამა უკვე 14 სკოლაში დაინერგა. ასევე, ის 2012 წლიდან არის მცირე „საოჯახო სახლის“ მენეჯერი, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა
მაგისტრანტების საყურადღებოდ - ვისთვისაა სწავლა უფასო და რატომ არის შეზღუდული ვადებში აკრედიტებული პროგრამები
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ
„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“