სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მე-11 კლასში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება, სამინისტრო პედაგოგებს შეარჩევს და გადაამზადებს
30-08-2026
-
+


განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ იწყება მუშაობა რეპეტიტორიუმის სახელმძღვანელოებისთვის. ასევე უახლოეს პერიოდში შეარჩევენ და გადაამზადებენ პედაგოგებს, რათა შემდეგი სასწავლო წლის დასაწყისში, რეპეტიტორიუმი ოფიციალურად ჩაეშვას.

„რეპეტიტორიუმში ვერ იქნება 29-ბავშვიანი ჯგუფები, აქ იქნება ბევრად უფრო შემცირებული რაოდენობის ჯგუფები, მინიმუმ ნახევარი. თუმცა ვცდილობთ გამოვნახოთ შესაძლებლობა, რომ იქნებ 10-ბავშვიანი ჯგუფები გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ეს გადამზადება 3-4 საგანში, რომელიც მათ ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ, მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ის, რომ 3 ან 4 საგანში მოემზადებიან მთელი წლის განმავლობაში, იქნება ერთი - ერთში იმ მოთხოვნებსა და პროგრამასთან თანხვედრაში, რაც ეროვნული გამოცდების პროგრამითაა გათვალისწინებული და ბავშვების შემცირებული რაოდენობა იქნება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავის შედეგს გვაჩვენებს. მოუთმენლად ველით 2027-2028 სასწავლო წლის დაწყებას, როცა პირველად ჩაეშვება რეპეტიტორიუმი. ჩვენი მიზანია ბავშვმა ისე დაამთავროს სკოლა, რომ მას თავისუფლად შეეძლოს ეროვნული გამოცდების ბარიერის დაძლევა და შესაბამის უნივერსიტეტში ადგილის მოპოვება“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება