| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კერძო და საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის სემინარებზე რეგისტრაციას აცხადებს.
კერძოდ კი საჯარო და კერძო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის თემაზე: „სწავლების სტრატეგიები ეფექტური ჯგუფური მუშაობისათვის“ ჩატარდება სემინარი.
აღნიშნული სემინარი 26 თებერვალს, 16:00-დან 19:00 საათამდე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება და მონტანის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ტრენერი მაქსიმ ფონდი გაუძღვება.
ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის განკუთვნილ სემინარზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
რეგისტრაცია ცხადდება ასევე ზოგადპროფესიულ ონლაინ კურსზე: „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“. აღნიშნული სემინარი განკუთვნილია კერძო და საჯარო სკოლის ყველა საფეხურის მასწავლებლისთვის. კურსი შედგება სამი დამოუკიდებელი ონლაინ მოდულისგან(იხ. თითოეულის დეტალური აღწერა).
მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ მათთვის საინტერესო ერთი მოდული და შესაბამისად გაიარონ რეგისტრაცია მხოლოდ ერთი მიმართულებით.თითოეული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5 კვირას. ონლაინ კურსები დაიწყება 4 მარტს და დასრულდება 14 აპრილს. კურსის გასავლელად აუცილებელია კომპიუტერული უნარების შესაბამისი ცოდნა და ინტერნეტი.
ორივე მიმართულებით რეგისტრაცია 19 თებერვლიდან იწყება და ჯგუფების შევსებამდე გაგრძელდება. მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში შეზღუდულია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები
მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ
„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“
„ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და მრავალ ღირსეულ წელს საქმიანობაში“