სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

რა ფორმატით ჩატარდება 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები - ინტერვიუ მაია მიმინოშვილთან
22-02-2017
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით Naec.ge გთავაზობთ ინტერვიუს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან, მაია მიმინოშვილთან.

- ქალბატონო მაია, 23 თებერვალს იწყება აბიტურიენტთა რეგისტრაცია 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის.  ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია საგამოცდო პროცესში. რაზე უნდა გაამახვილონ აბიტურიენტებმა ყურადღება გამოცდების, პროგრამების, სხვა საჭირო ინფორმაციის მითითებისას?

- რეგისტრაციის დაწყებისათვის აბიტურიენტებმა დაახლოებით მაინც იციან, რომელი გამოცდების ჩაბარებას აპირებენ, რომელ საგამოცდო ქალაქს მიუთითებენ და ასე შემდეგ, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია სწორად მიუთითონ და, რაც ასევე საყურადღებოა, ზუსტად დაიცვან ვადები. მოდით ასე ვთქვათ, ესეც საგამოცდო პროცესის ნაწილია და ისეთივე ყურადღებას საჭიროებს, როგორსაც ტესტირების გავლა. ჩვენი მხრივ,  ვცდილობთ, რეგისტრაციის პროცესი წლიდან წლამდე უფრო მოქნილი გავხადოთ. აბიტურიენტს პირველ ეტაპზე უწევს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა, იმ გამოცდების მითითება, რომლის ჩაბარებასაც აპირებს.    

- რეგისტრაციის მეორე ეტაპი რას გულისხმობს?

- მეორე ეტაპზე აბიტურიენტს, რომელსაც მითითებული აქვს პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ქალაქი, გამოცდები, შეუძლია შეცვალოს მითითებული გამოცდა (მაგ.: ქიმიის ნაცვლად მიუთითოს ბიოლოგია), გამოცდის ენა (მაგ.: თუ ზოგადი უნარები ქართულ ენაზე ჰქონდა მითითებული, რუსულენოვანი ტესტი არიჩიოს) და ა. შ. რაც შეეხება საგამოცდო ქალაქს, ამას აბიტურიენტი შემდეგ ეტაპზე ვერ ცვლის. 

- ფაკულტეტების არჩევის პროცესი როდემდე გაგრძელდება?

- ამ კუთხით აბიტურიენტებს ძალიან მოქნილ ვადებს ვთავაზობთ. მათ შეუძლიათ აგვისტოს დასაწყისამდე, უფრო ზუსტად კი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე მიუთითონ ან შეცვალონ ფაკულტეტები. ამ ცვლილების ძირითადი მიზანი იყო, რომ  ახალგაზრდას ყველა გამოცდის შედეგის შეტყობის შემდეგაც შეძლებოდა ფაკულტეტების არჩევა ან ჩამონათვალში ცვლილების შეტანა. ეს კი, დამეთანხმებით, ყველაზე რეალისტური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. 

ფაკულტეტების მითითების თანმიმდევრობაზე მითები დადის ხოლმე, ამ კუთხით რას ურჩევთ აბიტურიენტებს?

- პირველ რიგში, ვურჩევდი, ნუ დაეყრდნობიან არაკვალიფიციურ ინფორმაციას - ხშირად ახლობლის, მეზობლის მიერ მოწოდებული დაუზუსტებელი ინფორმაცია საკმაოდ მძიმე შეცდომის მიზეზი ხდება ხოლმე. ხშირად ადამიანები ყოველგვარი ცუდი განზრახვის გარეშე გვაწოდებენ არასწორ,  დაუზუსტებელ ინფორმაციას და თავისდაუნებურად შევყავართ შეცდომაში. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენჯერ გვქონია შემთხვევა, როდესაც არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაუკეთებია აბიტურიენტს, მის მშობელს  არჩევანი, არ გაუთვალისწინებია ვადები. ჩვენთან მას შემდეგ მოდიან ხოლმე, როცა არასასურველი ფაქტის წინაშე აღმოჩნდებიან, როგორც წესი, ძალიან დაგვიანებულია და უკვე ვერაფრით ვეხმარებით. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ძალიან გთხოვთ,  ნუ დაიზარებთ და ყურადღებით წაიკითხეთ ცნობარი ვებგვერდზე, ცენტრის Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია. დარეკეთ, მობრძანდით - მზად ვართ თქვენს ყველა კითხვას პასუხი გავცეთ.ახლა კი თქვენს კითხვას რაც შეეხება - მიკვირს ხოლმე, ზოგჯერ იმდენად უცნაურ ამბებს ვისმენ... აბიტურიენტებს და მათ მშობლებს მინდა მივმართო: პრინციპი ძალიან მარტივია - პირველ ნომრად ის ფაკულტეტი უნდა მიუთითოთ, სადაც ყველაზე მეტად გსურთ სწავლის გაგრძელება და ასე განაგრძოთ. შეგიძლიათ ყველა ის პროგრამა აირჩიოთ, სადაც თქვენ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება - რაოდენობა შეზღუდული არ არის! ცხადია, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სწავლების საფასური თქვენთვის მისაღები იყოს, ასევე სასწავლებლის ადგილმდებარეობა და ა. შ. ეს ყველაფერი ცნობარშია მითითებული. მერწმუნეთ სხვა „ჯადოსნური“ ფორმულა არ არსებობს, ეს ერთადერთია.

აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს და ამ ყველაფრის მათთვის პირისპირ  გაზიარებას თუ გეგმავთ?

- ვგეგმავთ, ისევე როგორც ყოველ წელს, თუმცა ცოტა განსხვავებული ფორმით.  ვაპირებთ ცენტრში საინფორმაციო დღეების მოწყობას. რეგისტრაციის პირველი ეტაპის მიმდინარეობისას რამდენიმე დღის განმავლობაში აბიტურიენტებს, მათ მშობლებს, შესაძლებლობა ექნებათ მათთვის ხელსაყრელ დროს მობრძანდნენ და გაესაუბრონ საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს, მიიღონ რჩევები რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით,  ადგილზე ნახონ, თუ როგორი იქნება აბიტურიენტის სამუშაო ადგილი გამოცდაზე და ა. შ.  ასევე შეძლებენ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ჩვენი სხვა პროექტების, სერვისების შესახებ. 

სრულად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლისათვის მზადება როგორ მიმდინარეობს, რა ეტაპზეა სამუშაოები?

- შარშან, როდესაც ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატს ვნერგავდით, ვეცადეთ დეტალურად განგვემარტა აბიტურიენტების, მათი მშობლების, სკოლებისათვის, თუ რას ემსახურებოდა ეს ცვლილება და რა იყო ჩვენი საბოლოო მიზანი. მაშინ ითქვა, რომ ეს პირველი ეტაპი იყო სრულად ელექტრონული სისტემის დანერგვისათვის. შარშან მოვსინჯეთ განსხვავებული მიდგომები.  ტექნიკური რეალიზაცია და ა. შ. და ავირჩიეთ, ჩვენი აზრით, მათ შორის ყველაზე ოპტიმალური. მომდევნო ეტაპი არჩევითპასუხებიანი (როდესაც რამდენიმე მოცემული პასუხიდან აბიტურიენტი ერთ-ერთს ირჩევს) დავალებების სრულად ელექტრონულად  მიწოდება, ანუ პასუხის კომპიუტერულად მონიშვნის შესაძლებლობაა. მესამე კი სრულიად ელექტრონული ფორმატის დანერგვა იქნება.

მეორე ეტაპის დანერგვას როდის აპირებთ?

- მეორე ეტაპის დანერგვას მას შემდეგ დავიწყებთ, რაც არსებული მოთხოვნებისა და რისკების გათვალისწინებით სხვადასხვა პლატფორმის შესწავლას, ტესტირებასა და შეფასებას დავასრულებთ.  რისკები კი ხშირად კონკრეტული რეგიონის, მუნიციპალიტეტის, საგამოცდო ცენტრის მიხედვითაც განსხვავებულია.ამჟამად სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს და რამდენიმე განსხვავებული პლატფორმის შიდა და შემდეგ ლოკალურ ფარგლებში ტესტირება იგეგმება. ასევე ვმუშაობთ საერთაშორისო გამოცდილების დეტალურად შესწავლისა და საერთაშორისო კომპანიების მომსახურების შესაძლებლობის განხილვის კუთხითაც. სანამ ეს პროცესი არ დასრულდება, მეორე ეტაპის, ანუ არჩევითპასუხებიანი დავალებების თუ ტესტების სრულად ელექტრონულად მიწოდება ბევრ ისეთ რისკს გააჩენს, რაც საგამოცდო პროცესის მიმდინარეობისას, სულ ცოტა, არასასურველი იქნებოდა. ამიტომ 2017 წელს გამოცდებს შარშანდელი ფორმატით ჩააბარებენ არა მხოლოდ აბიტურიენტები, არამედ მასწავლებლები, სტუდენტები, მაგისტრანტობის კანდიდატები.

- შარშან აბიტურიენტთა მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ახალი შეთავაზება გქონდათ  - აბიტურიენტთა მხარდაჭერის პროექტი BeNaec. წელს თუ რჩება ეს შეთავაზება ძალაში?

- პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, თუ რატომ გადავწყვიტეთ ასეთი პროექტის განხორციელება - წლების განმავლობაში ვისმენდით თხოვნებს თუ პრეტენზიებს იმის თაობაზე, რომ საცდელ ტესტირებებში ყველა აბიტურიენტი ვერ ახერხებს მონაწლეობას. ცხადია, ეს შეუძლებელია,  თანაც საცდელ ტესტირებას თავისი მიზანი აქვს და ის წინასწარ განსაზღვრულ კონტინგენტზე ტარდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. გარდა ამისა, არ არის სწორი საცდელი ტესტირების შედეგის ჩვენება აბიტურიენტისათვის -  ასეთი ტესტირების მიზანი დავალების გამოცდაა და არა აბიტურიენტის, ამასთან, საცდელ ტესტირებაზე ხშირად მხოლოდ კონკრეტული ტიპის დავალებების შემოწმება ხდება და მიღებული ქულა ამ გარემოების გათვალისწინებითაც ვერ იქნება იმის მაჩვენებელი, მთლიანად ტესტს როგორ გაართმევს აბიტურიენტი თავს. ამ ფაქტორების გამო საცდელ ტესტირებაში მიღებულმა ქულამ შეიძლება არასწორი წარმოდგენა შეუქმნას აბიტურიენტს. ცხადია, ჩვენი საქმიანობის ეს ნაწილი - დავალებების გამოცდა - ჩვეულებრივ გაგრძელდება. იმ მოსწავლეებს თუ მშობლებს, რომელთაც თავიანთი გულისწყვეტა გაგვიზიარეს, სხვა პროექტი გვინდა შევთავაზოთ, სხვათა შორის სწორედ მათი იდეების თუ ინიციატივების მიხედვით შექმნილი. შარშანდელი პროექტი სწორედ ამ იდეის პილოტირება იყო. ანალიზის შედეგად ბევრი რამ შევცვალეთ, გავითვალისწინეთ მონაწილეთა მოსაზრებები და წელს ახალ შეთავაზებებს გავაცნობთ აბიტურიენტებს. ამ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა ჩვენს ვებგვერდზე და გამოცემებში იქნება შესაძლებელი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

მოვალეობის შემსრულებელი დირექტორად დაინიშნა - საკადრო ცვლილება სამინისტროს სსიპ-ში

გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება