| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2018 წელს 2017 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 1.2 პროცენტით 12.7 პროცენტამდე შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 9 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის წლიური მაჩვენებლის შემცირების ტენდენციაა. ამასთან, 2018 წელს უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში უმუშევრობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალ დონეზეა.
საქსტატის ცნობით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წლის IV კვარტალში, წინასთან შედარებით უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ცნობით, 2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 1,694 მლნ კაცს შეადგენს, საიდანაც 860 ათასი, ანუ დაახლოებით 51% დაქირავებულია, ხოლო დანარჩენი თვითდასაქმებულია.
2018 წელს დაქირავებულთა რაოდენობა გაიზარდა და შესაბამისად, თვითდასაქმებულთა წილი შემცირდა. დაქირავებულთა ზრდა ძირითადად, განპირობებულია დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით შემდეგ დარგებში: ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა და ასევე, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა.
მისივე თქმით, უმუშევრობის დონის შემცირების მიზეზებს შორის აღსანიშნავია, ასევე ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, დაახლოებით 6,3%-ით. უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით გაზრდილია სასოფლო დასახლებებში 5,1%-დან 5,8%-მდე, ხოლო ქალაქად უმუშევრობის დონის მაჩვენებელი შემცირდა 22,8%- დან 19,3%-მდე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები
მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ
„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“
„ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და მრავალ ღირსეულ წელს საქმიანობაში“