სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობას“- როგორ აფასებენ რუსთავში „ეტალონ მოსწავლეს“ და ვინ მოიპოვა სანატრელი ტიტული
15-02-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით რუსთავის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „რუსთავის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორია, რესურსცენტრის უფროსი თამარ ხეჩიკაშვილი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ქალაქ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ მოსწავლეების მაღალ ჩართულობაზე ისაუბრა და „რუსთავის ეტალონ მოსწავლეს“ ჩემპიონატის ფინალში წარმატებები უსურვა:

„დღევანდელი დღე, მართლაც ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო. ფაქტია, რომ ყოველწლიურად უმჯობესდება შედეგები და წელს კიდევ უფრო მაღალი ქულები დაფიქსირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოსწავლეები ბევრს მეცადინეობენ და ემზადებიან. „ეტალონი“, ჩემთვის პირადად, არის ერთგვარი ცოდნის წყარო, ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩემს ლუკას, რომელმაც დღეს „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი მოიპოვა, ვუსურვებ წარმატებას ჩემპიონატის ფინალზეც“.

ქალაქ რუსთავის მერის მოადგილის, გოჩა ლორიას თქმით, „ეტალონის“ მიმართ დაინტერესება საზოგადოებაში ძალიან მაღალია:

„დღეს ემოციური მუხტი ძალიან ჭარბად იგრძნობოდა. ვფიქრობ, ეს არის პროექტი რომელთანაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა. მშობლების, მოსწავლეებისა და პედაგოგიური კოლექტივების მხრიდან „ეტალონისადმი“ ნამდვილად არის ძალიან სერიოზული დაინტერესება. ეს პროექტი არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ბავშვები დავუბრუნოთ წიგნს და ცოდნას. მე მინდა „ეტალონის“ უნიჭიერეს ჯგუფს ვუთხრა დიდი მადლობა იმ საქმისთვის, რასაც ისინი ამდენი წელია აკეთებენ“.

რესურსცენტრის უფროსის, თამარ ხეჩიკაშვილის თქმით, „ეტალონი“ ზრდის მოტივაციას სკოლის მოსწავლეებში:

„ასეთი ინტელექტუალური შეჯიბრი ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებისთვის, რადგან ეს ნიშნავს ბავშვები იყვნენ ჩართული სხვადასხვა არაფორმალურ განათლებაში. რუსთავში აკადემიური მოსწრება ძალიან მაღალია. ბავშვები აქტიურად არიან ჩართული ამ პროექტში, რადგან „ეტალონი“ მათ მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდის“.

რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირექტორმა, მზია კიწმარიშვილმა „ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი სკოლის მოსწავლის წარმატება ძალიან დიდ მოტივაციას შეუქმნის სკოლის სხვა მოსწავლეებს:

პირველ რიგში დავიწყებ მადლობის სიტყვებით და სიტყვები არც მეყოფა. მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მის არაჩვეულებრივ გუნდს. ასევე მერს და მის გუნდს აქტიური მხარდაჭერისა და მონაწილეობისათვის ამ პროექტში. მე მადლობას ვუხდი ჩემი სკოლის არაჩვეულებრივ პედაგოგებს. ლუკას მასწავლებელი ვარ მეხუთე კლასიდან . უკვე წლებია ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ ლუკას შემთხვევა არის სწორედ ეს სიტყვები- „ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობას“. ლუკა არის უნიჭიერესი, პუნქტუალური და ძალიან შრომისმოყვარე ბიჭი. ამდენად, შემიძლია ვთქვა, რომ დილით როდესაც მოვდიოდი ლუკა ძალიან მეიმედებოდა და ვიცოდი, რომ ჩვენი სკოლა აუცილებლად მოიპოვებდა წარმატებას.  ის ჩვენი სკოლის პირველი „ეტალონი მოსწავლეა“, რომელიც, დარწმუნებული ვარ, იქნება სამაგალითო ჩვენი სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის“.

რუსთავის ეტალონი მოსწავლის" ტიტული რუსთავის N23 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ, ლუკა ტალახაძემ მოიპოვა:

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მასწავლებლებს, რომლებმაც ყველაფერი მასწავლეს. წელს მეორედ მივიღე მონაწილეობა და სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობდი, თუ პირველ ადგილს დავიკავებდი, ძალიან ბედნიერი ვარ და ახლა საუბარი ძალიან მიჭირს. ყველა მოსწავლეს ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ და ვეტყვი, არასოდეს დაყარონ ფარ-ხმალი და წარუმატებლობის შემთხვევაში შეძლონ მიზნის დასახვა და წარმატების მიღწევა“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „რუსთავის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

მოვალეობის შემსრულებელი დირექტორად დაინიშნა - საკადრო ცვლილება სამინისტროს სსიპ-ში

გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება