სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ილიას უნივერსიტეტში ახალი ფაკულტეტი შეიქმნა და მას ახალი ხელმძღვანელი სჭირდება“ - გიგა ზედანია
01-02-2019
-
+


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დისციპლინარული სკოლების და ფაკულტეტების გადაჯგუფება ძალიან ხშირად ხდება.

ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ ჟურნალისტებთან გიორგი ქადაგიძის ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით,  ახალი ფაკულტეტი შეიქმნა და მას ახალი ხელმძღვანელი სჭირდება. ზედანიას ცნობით, ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადდა კონკურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს შეუძლია შეიტანოს განაცხადი და თანამდებობისთვის იბრძოლოს.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ცვლილებები და რეორგანიზაციები არის სრულიად ჩვეულებრივი. დისციპლინარული სკოლების და ფაკულტეტების გადაჯგუფება ძალიან ხშირად ხდება. ამ შემთხვევაში შეიქმნა ახალი ფაკულტეტი, რომელშიც რამდენიმე სკოლა და პროგრამა გაერთიანდება, ეს ინტერდისციპლინარული ფაკულტეტი იქნება მენეჯმენტის, ტექნოლოგიებისა და განათლების. შესაბამისად, რადგან ახალი ფაკულტეტი შეიქმნა, მას ახალი ხელმძღვანელი სჭირდება. ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადდა კონკურსი და ამ ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს შეუძლია შეიტანოს განაცხადი და თანამდებობისთვის იბრძოლოს“,-განაცხადა გიგამ ზედანიამ

ჟურნალისტების კითხვაზე როგორ უპასუხებს გიორგი ქადაგიძის ბრალდებას, რომ უნივერსიტეტს სიახლეების მიღება უჭირს, ზედანია ამბობს,  ამ აზრს ვერ გაიზიარებს.

„ამ აზრს ნამდვილად ვერ გავიზიარებ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო და დღემდე რჩება სიახლეებისადმი ძალიან ღია ინსტიტუციად. ეს რეფორმაც, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ერთ-ერთი დასტურია ამის“,-აღნიშნა მან.

ასევე იხილეთ: გიორგი ქადაგიძე ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გაათავისუფლეს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება