სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელი უფრო კარგად უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიონალიზმს კერძო თუ საჯარო სკოლა? - NDI-ის გამოკითხვა
31-01-2019
-
+


„ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის უმეტესობა დიდ განსხვავებას ვერ ხედვას კერძო და საჯარო სკოლებს შორის, თუმცა კერძო სკოლებს გარკვეული უპირატესობა მაინც აქვთ.

რომელი უფრო მეტად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, განათლების ხარისხს, მასწავლებელთა პროფესიონალიზმს, კლასგარეშე აქტივობებს, კარგ უნივერსიტეტში მოხვედრის შანსებს, პროფესიული კარიერისთვის მზადებას კერძო თუ საჯარო სკოლა - გამოკითხულთა  პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 20% ფიქრობს, რომ საჯარო სკოლა უკეთ უზრუნველყოფს მოსწავლეთა უსაფრთხოებას, 23%-ის აზრით კი - კერძო სკოლა, 42%-სთვის - უსაფრთხოება თანაბრადაა უზრუნველყოფილი, როგორც კერძო ისე საჯარო სკოლაში.

რაც შეეხება განათლების ხარისხსს, გამოკითხულთა 20% ფიქრობს, რომ საჯარო სკოლა უფრო კარგად უზრუნველყოფს განათლების ხარისხს ვიდრე კერძო, 28% უპირატესობას ამ საკითხში კერძო სკოლას ანიჭებს, ხოლო 40% განსხვავებას ვერ ხედავს.

გამოკითხულთა 19%-ის აზრით, საჯარო სკოლა უზრუნველყოფს მასწავლებლების პროფესიონალიზმს (ცოდნა და უნარები), ხოლო 21% უპირატესობას ამ მხრივ კერძო სკოლას ანიჭებს, 47% კი ფიქრობს, რომ მასწავლებელთა პროფესიონალიზმს როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.



კითხვაზე, საჯარო სკოლა უფრო მეტად უზრუნველყოფს მოსწავლეების კარგ უნივერსიტეტში მოხვედრის შანსს თუ კერძო, გამოკითხულთა 15% საჯარო სკოლას ასახელებს, 21% - კერძოს, ხოლო 49% მიიჩნევს, რომ ორივე ტიპის სკოლაშია შესაძლებელი მოსწავლე კარგ უნივერსიტეტში მოხვდეს.


კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 6-დან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) გამოიკითხა 2 205 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება