| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინგრიდა ლევრენცე ეწვია.
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ სტუმარს უნივერსიტეტის განახლებულ ბიბლიოთეკაში, ლატვიის კუთხე, აგრეთვე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული ლატვიის აუდიტორია დაათვალიერებინეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის განსაკუთრებულ ურთიერთობას: კულტურულ, ხალხთაშორის და საგანმანათლებლო კავშირებს. ბატონმა ზურაბ ხონელიძემ სტუმარს გააცნო უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები, ესაუბრა საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსისა და მნიშვნელობის შესახებ. მან იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივ ფორმატში მიმდინარე თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ქალბატონმა ინგრიდა ლევრენცემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის საელჩოს მტკიცე მხარდაჭერა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი და აღნიშნა, რომ ურთიერთობა მომავალშიც უპირობოდ გაგრძელდება. ქალბატონმა ინგრიდამ გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ნაყოფიერ თანამშრომლობასა და კავშირის შემდგომ გაღრმავებას.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ